სურა 36 ია სინ, აიათი 51 – 67

  1. وَنُفِخَ فِي الصُّورِ فَإِذَا هُمْ مِنَ الْأَجْدَاثِ إِلَىٰ رَبِّهِمْ يَنْسِلُونَ

    და ჩაიბერება საყვირში, მაშინ ისინი სამარეებიდან (წამომდგარნი) თავიანთი ღმერთისკენ გაემართებიან!

    36:51
  2. قَالُوا يَا وَيْلَنَا مَنْ بَعَثَنَا مِنْ مَرْقَدِنَا ۜ ۗ هَٰذَا مَا وَعَدَ الرَّحْمَٰنُ وَصَدَقَ الْمُرْسَلُونَ

    იტყვიან: „ვაი, ჩვენ! ვინ წამოგვაყენა, სადაც გვეძინა?“ ესაა, რაც აღუთქვა მოწყალემ, რამეთუ შუამავალთ ჭეშმარიტება უღაღადიათ!

    36:52
  3. إِنْ كَانَتْ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً فَإِذَا هُمْ جَمِيعٌ لَدَيْنَا مُحْضَرُونَ

    მხოლოდ ერთი საშინელი ხმა და მაშინვე ყველანი ჩვენს წინაშე წარსდგებიან!

    36:53
  4. فَالْيَوْمَ لَا تُظْلَمُ نَفْسٌ شَيْئًا وَلَا تُجْزَوْنَ إِلَّا مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    იმ დღეს უკვე არ დაიჩაგრება არც ერთი სული. და არ მოგეზღვებათ, გარდა რასაც სჩადიოდით!

    36:54
  5. إِنَّ أَصْحَابَ الْجَنَّةِ الْيَوْمَ فِي شُغُلٍ فَاكِهُونَ

    უეჭველად, სამოთხის მკვიდრნი იმ დღეს კმაყოფილნი არიან დაკავებული საქმით.

    36:55
  6. هُمْ وَأَزْوَاجُهُمْ فِي ظِلَالٍ عَلَى الْأَرَائِكِ مُتَّكِئُونَ

    ისინი და მათი მეუღლეები ჩრდილში იქნებიან სავარძლებზე მიწოლილნი.

    36:56
  7. لَهُمْ فِيهَا فَاكِهَةٌ وَلَهُمْ مَا يَدَّعُونَ

    მათთვისაა იქ ხილი. და მათთვისაა რასაც მოითხოვენ!

    36:57
  8. سَلَامٌ قَوْلًا مِنْ رَبٍّ رَحِيمٍ

    მოწყალე ღმერთის სიტყვაა ერთი: „სალამი - მშვიდობა!“

    36:58
  9. وَامْتَازُوا الْيَوْمَ أَيُّهَا الْمُجْرِمُونَ

    გამოერჩიეთ დღეს, ჰეი ცოდვილნო!

    36:59
  10. أَلَمْ أَعْهَدْ إِلَيْكُمْ يَا بَنِي آدَمَ أَنْ لَا تَعْبُدُوا الشَّيْطَانَ ۖ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ

    განა არ გიბრძანეთ თქვენ, ადამის ძენო, რომ არ სცეთ თაყვანი ეშმაკს? უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენთვის!...

    36:60
  11. وَأَنِ اعْبُدُونِي ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    და რომ თაყვანი მეცით მე, ესაა ჭეშმარიტი გზა!

    36:61
  12. وَلَقَدْ أَضَلَّ مِنْكُمْ جِبِلًّا كَثِيرًا ۖ أَفَلَمْ تَكُونُوا تَعْقِلُونَ

    ვფიცავ, მან აცდუნა თქვენგან უამრავი თაობა. განა არ მოუხმობდით გონებას?

    36:62
  13. هَٰذِهِ جَهَنَّمُ الَّتِي كُنْتُمْ تُوعَدُونَ

    სწორედ ესაა თქვენზე აღთქმული ჯოჯოხეთი.

    36:63
  14. اصْلَوْهَا الْيَوْمَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ

    შეენთეთ დღეს მასში, საზღაურად უარყოფისა!

    36:64
  15. الْيَوْمَ نَخْتِمُ عَلَىٰ أَفْوَاهِهِمْ وَتُكَلِّمُنَا أَيْدِيهِمْ وَتَشْهَدُ أَرْجُلُهُمْ بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    დღეს ჩვენ დავასვამთ ბეჭედს მათ ბაგეებზე და დაგველაპარაკება მათი ხელები და დაამოწმებს მათი ფეხები, რასაც იხვეჭდნენ.

    36:65
  16. وَلَوْ نَشَاءُ لَطَمَسْنَا عَلَىٰ أَعْيُنِهِمْ فَاسْتَبَقُوا الصِّرَاطَ فَأَنَّىٰ يُبْصِرُونَ

    და რომ გვენება, თვალის ჩინს წავართმევდით და მაშინ ისინი გაიქცეოდნენ გზისკენ. მაგრამ როგორ დაინახავდნენ?

    36:66
  17. وَلَوْ نَشَاءُ لَمَسَخْنَاهُمْ عَلَىٰ مَكَانَتِهِمْ فَمَا اسْتَطَاعُوا مُضِيًّا وَلَا يَرْجِعُونَ

    და რომ გვენება, ადგილზევე ვუცვლიდით სახეს და მაშინ ისინი ვერც წინ წავიდოდნენ და ვერც უკან დაბრუნდებოდნენ!

    36:67

თარგმანი: რეზო მიქელაძე