სურა 36 ია სინ, აიათი 33 – 50

  1. وَآيَةٌ لَهُمُ الْأَرْضُ الْمَيْتَةُ أَحْيَيْنَاهَا وَأَخْرَجْنَا مِنْهَا حَبًّا فَمِنْهُ يَأْكُلُونَ

    და სასწაულია მათთვის მკვდარი მიწა. ჩვენ მას გავაცოცხლებთ და მისგან აღმოვაცენებთ მარცვალს, რომელსაც მიირთმევენ!

    36:33
  2. وَجَعَلْنَا فِيهَا جَنَّاتٍ مِنْ نَخِيلٍ وَأَعْنَابٍ وَفَجَّرْنَا فِيهَا مِنَ الْعُيُونِ

    და დავადგინეთ იქ ბაღები ხურმისა და ვაზის და აღმოვაფრქვიეთ მისგან წყაროები!

    36:34
  3. لِيَأْكُلُوا مِنْ ثَمَرِهِ وَمَا عَمِلَتْهُ أَيْدِيهِمْ ۖ أَفَلَا يَشْكُرُونَ

    რათა მიირთვან ნაყოფი მისი, და არ უქმნიათ თავიანთი ხელებით. ნუთუ არღა იქნებიან მადლიერნი?!

    36:35
  4. سُبْحَانَ الَّذِي خَلَقَ الْأَزْوَاجَ كُلَّهَا مِمَّا تُنْبِتُ الْأَرْضُ وَمِنْ أَنْفُسِهِمْ وَمِمَّا لَا يَعْلَمُونَ

    დიდება იმას, რომელმაც გააჩინა ყველა ის წყვილი, რომელსაც მიწა იძლევა, და მათი სული, და რასაც არ უწყიან!...

    36:36
  5. وَآيَةٌ لَهُمُ اللَّيْلُ نَسْلَخُ مِنْهُ النَّهَارَ فَإِذَا هُمْ مُظْلِمُونَ

    სასწაულია მათთვის ღამე; ავაცლით მას დღეს, უმალ ჩაიძირებიან წყვდიადში!

    36:37
  6. وَالشَّمْسُ تَجْرِي لِمُسْتَقَرٍّ لَهَا ۚ ذَٰلِكَ تَقْدِيرُ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ

    და მზე დაცურავს თავის სამოძრაო გზაზე. სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!

    36:38
  7. وَالْقَمَرَ قَدَّرْنَاهُ مَنَازِلَ حَتَّىٰ عَادَ كَالْعُرْجُونِ الْقَدِيمِ

    და დავუდგინეთ მთვარეს ფაზები. სანამ იგი არ გახდება მოხრილი, პალმის ხის ტოტსავით!

    36:39
  8. لَا الشَّمْسُ يَنْبَغِي لَهَا أَنْ تُدْرِكَ الْقَمَرَ وَلَا اللَّيْلُ سَابِقُ النَّهَارِ ۚ وَكُلٌّ فِي فَلَكٍ يَسْبَحُونَ

    ვერც მზე დაეწევა მთვარეს და ვერც ღამე გაასწრებს დღეს. ყველა თავის სამოძრაო გაზაზე დაცურავს.

    36:40
  9. وَآيَةٌ لَهُمْ أَنَّا حَمَلْنَا ذُرِّيَّتَهُمْ فِي الْفُلْكِ الْمَشْحُونِ

    და სასწაულია მათთვის ის, რომ ჩვენ გადავიყვანეთ მათი შთამომავლობა გადავსებული ხომალდით!

    36:41
  10. وَخَلَقْنَا لَهُمْ مِنْ مِثْلِهِ مَا يَرْكَبُونَ

    და ჩვენ დავადგინეთ მსგავსი მისი, რაშიც სხდებიან!

    36:42
  11. وَإِنْ نَشَأْ نُغْرِقْهُمْ فَلَا صَرِيخَ لَهُمْ وَلَا هُمْ يُنْقَذُونَ

    და თუ ვინებებთ, დავახრჩობთ მათ. მაშინ მათთვის არ იქნება საშველად მომხმობი და არც უშველიან მათ,

    36:43
  12. إِلَّا رَحْمَةً مِنَّا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ

    გარდა ჩვენს მიერ წყალობად და დადგენილ ვადამდე სარგებლად (თუკი იქნება ჩვენი ნება).

    36:44
  13. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ اتَّقُوا مَا بَيْنَ أَيْدِيكُمْ وَمَا خَلْفَكُمْ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    და აკი ეთქვათ მათ: „გეშინოდეთ იმის, რაც თქვენს წინაა და იმისიც, რაც თქვენს უკანაა, ეგების შეწყალებულ იქმნეთ!“

    36:45
  14. وَمَا تَأْتِيهِمْ مِنْ آيَةٍ مِنْ آيَاتِ رَبِّهِمْ إِلَّا كَانُوا عَنْهَا مُعْرِضِينَ

    და არ მოევლინება არც ერთი აიათი, რომ არ შეიქციონ პირი მისგან.

    36:46
  15. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ أَنْفِقُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ قَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا أَنُطْعِمُ مَنْ لَوْ يَشَاءُ اللَّهُ أَطْعَمَهُ إِنْ أَنْتُمْ إِلَّا فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    და როცა ეთქვათ: „გაიღეთ იქიდან, რაც გიბოძათ ალლაჰმა“, უთხრეს ურწმუნონმა მორწმუნენს: „განა გამოვკვებოთ ის, რომელსაც დააპურებს ალლაჰი, თუკი იქნება ნება მისი? თქვენ მხოლოდ აშკარა გზააბნევაში ხართ“.

    36:47
  16. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    და ამბობენ: „თუკი სიმართლისმთქმელნი ხართ, როდისღა დადგება ეს აღთქმა“?

    36:48
  17. مَا يَنْظُرُونَ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً تَأْخُذُهُمْ وَهُمْ يَخِصِّمُونَ

    ისინი არაფერს ელოდებიან, თუ არა ერთი საშინელი ხმისა, რომელიც კინკლაობაში გართულთ შეიპყრობს.

    36:49
  18. فَلَا يَسْتَطِيعُونَ تَوْصِيَةً وَلَا إِلَىٰ أَهْلِهِمْ يَرْجِعُونَ

    მაშინ ისინი ვერ შეძლებენ ერთურთისადმი რჩევას, და ვერც თავიანთ ოჯახთან დაბრუნებას.

    36:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე