სურა 36 ია სინ, აიათი 1 – 11

  1. يس

    ია. სინ.

    36:1
  2. وَالْقُرْآنِ الْحَكِيمِ

    ვფიცავ, საოცრებებით აღსავსე ყურანს!

    36:2
  3. إِنَّكَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ

    უეჭველად, შენ ერთ-ერთი მოვლინებულთაგანი ხარ

    36:3
  4. عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    ჭეშმარიტ გზაზე.

    36:4
  5. تَنْزِيلَ الْعَزِيزِ الرَّحِيمِ

    ზემოვლინებული ძლევამოსილისა, მოწყალისა.

    36:5
  6. لِتُنْذِرَ قَوْمًا مَا أُنْذِرَ آبَاؤُهُمْ فَهُمْ غَافِلُونَ

    რათა შეაგონო ხალხი, რომელთა მამები არავის შეუგონებია, რამეთუ ისინი დაუდევარნი არიან.

    36:6
  7. لَقَدْ حَقَّ الْقَوْلُ عَلَىٰ أَكْثَرِهِمْ فَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ

    ვფიცავ, სისრულეში მოვიდა სიტყვა უმეტესზე, რამეთუ მათ არ ირწმუნეს!...

    36:7
  8. إِنَّا جَعَلْنَا فِي أَعْنَاقِهِمْ أَغْلَالًا فَهِيَ إِلَى الْأَذْقَانِ فَهُمْ مُقْمَحُونَ

    უეჭველად, ჩვენ დავადეთ მათ კისრებზე ბორკილები ნიკაპამდე, ამიტომაც თავები აღმა აქვთ აწეულნი!

    36:8
  9. وَجَعَلْنَا مِنْ بَيْنِ أَيْدِيهِمْ سَدًّا وَمِنْ خَلْفِهِمْ سَدًّا فَأَغْشَيْنَاهُمْ فَهُمْ لَا يُبْصِرُونَ

    დავადგინეთ ზღუდე მათ წინ და ზღუდე მათ უკან, ამგვარად შევფუთეთ, უკვე ვერღა დაინახავენ!

    36:9
  10. وَسَوَاءٌ عَلَيْهِمْ أَأَنْذَرْتَهُمْ أَمْ لَمْ تُنْذِرْهُمْ لَا يُؤْمِنُونَ

    სულერთია მათთვის შეაგონებ თუ არ შეაგონებ, ისინი მაინც არ ირწმუნებენ!

    36:10
  11. إِنَّمَا تُنْذِرُ مَنِ اتَّبَعَ الذِّكْرَ وَخَشِيَ الرَّحْمَٰنَ بِالْغَيْبِ ۖ فَبَشِّرْهُ بِمَغْفِرَةٍ وَأَجْرٍ كَرِيمٍ

    მხოლოდ შეაგონებ, ვინც მიჰყვა შეხსენებას და შიში აქვს უხილველად მოწყალისა. მაშ, ახარე მას მიტევება და საზღაური კარგი!

    36:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე