სურა 35 ფატირი, აიათი 13 – 14

  1. يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ كُلٌّ يَجْرِي لِأَجَلٍ مُسَمًّى ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ لَهُ الْمُلْكُ ۚ وَالَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِهِ مَا يَمْلِكُونَ مِنْ قِطْمِيرٍ

    იგი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და დაუმორჩილა დადგენილ კანონებს მზე და მთვარე. ყველა დაცურავს დათქმულ ვადამდე. სწორედ ესაა ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მას ეკუთვნის მეუფება. ხოლო რომელთაც მოუხმობთ თქვენ, გარეშე მისა, კურკის აპკსაც არ ფლობენ.

    35:13
  2. إِنْ تَدْعُوهُمْ لَا يَسْمَعُوا دُعَاءَكُمْ وَلَوْ سَمِعُوا مَا اسْتَجَابُوا لَكُمْ ۖ وَيَوْمَ الْقِيَامَةِ يَكْفُرُونَ بِشِرْكِكُمْ ۚ وَلَا يُنَبِّئُكَ مِثْلُ خَبِيرٍ

    თუკი მოუხმობთ მათ, არ ესმით თქვენი ვედრება, და რომც გაიგონ, ვერ გიპასუხებენ. ხოლო აღდგომის დღეს უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერ გამცნობს შენ ისე, როგორც ყოვლისმცოდნე!

    35:14

თარგმანი: რეზო მიქელაძე