სურა 35 ფატირი, აიათი 1 – 8

  1. الْحَمْدُ لِلَّهِ فَاطِرِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ جَاعِلِ الْمَلَائِكَةِ رُسُلًا أُولِي أَجْنِحَةٍ مَثْنَىٰ وَثُلَاثَ وَرُبَاعَ ۚ يَزِيدُ فِي الْخَلْقِ مَا يَشَاءُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, გამჩენსა ცათა და მიწისა, დამდგენს ელჩად ანგელოზთა ორ, სამ და ოთხ ფრთიანთ. იგი გააჩენს, ინებებს რასაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    35:1
  2. مَا يَفْتَحِ اللَّهُ لِلنَّاسِ مِنْ رَحْمَةٍ فَلَا مُمْسِكَ لَهَا ۖ وَمَا يُمْسِكْ فَلَا مُرْسِلَ لَهُ مِنْ بَعْدِهِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    ვერავინ შეაკავებს წყალობას, რომელსაც ალლაჰი ხალხს უბოძებს. ხოლო რასაც ის შეაკავებს, ვერავინ ზეგარდმოავლენს მას შემდგომ, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!

    35:2
  3. يَا أَيُّهَا النَّاسُ اذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ ۚ هَلْ مِنْ خَالِقٍ غَيْرُ اللَّهِ يَرْزُقُكُمْ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۚ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ

    ჰეი, ხალხო! გაიხსენეთ წყალობა ალლაჰისა თქვენდამი. არის განა კიდევ სხვა გამჩენი, გარდა ალლაჰისა, რომელიც გაძლევთ საზრდოს ციდან და მიწიდან? არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი! მაშ, რატომ არღა მოიქცევით?!

    35:3
  4. وَإِنْ يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌ مِنْ قَبْلِكَ ۚ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ

    და თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, შენამდეც ხომ ცრუდ შერაცხულ იქნენ შუამავალნი. და ყველა საქმეები ალლაჰთან მიიქცევა.

    35:4
  5. يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۖ فَلَا تَغُرَّنَّكُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۖ وَلَا يَغُرَّنَّكُمْ بِاللَّهِ الْغَرُورُ

    ჰეი, ხალხო! უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და დაე, არ გაცდუნოთ მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე!

    35:5
  6. إِنَّ الشَّيْطَانَ لَكُمْ عَدُوٌّ فَاتَّخِذُوهُ عَدُوًّا ۚ إِنَّمَا يَدْعُو حِزْبَهُ لِيَكُونُوا مِنْ أَصْحَابِ السَّعِيرِ

    უეჭველად, ეშმაკი თქვენი მტერია. მაშ, თქვენც აღიარეთ მტრად. ის მოუხმობს თავის მოკავშირეებს , რათა გახდნენ ისინი ცეცხლის ბინადარნი.

    35:6
  7. الَّذِينَ كَفَرُوا لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۖ وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ

    რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიადი!

    35:7
  8. أَفَمَنْ زُيِّنَ لَهُ سُوءُ عَمَلِهِ فَرَآهُ حَسَنًا ۖ فَإِنَّ اللَّهَ يُضِلُّ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۖ فَلَا تَذْهَبْ نَفْسُكَ عَلَيْهِمْ حَسَرَاتٍ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا يَصْنَعُونَ

    განა ის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და სიკეთე ჰგონია? უეჭველად, ალლაჰი აცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და დაადგენს სწორ გზაზე, ინებებს ვისაც. მაშ, მათ გამო არ გალიო სული შენი მწუხარებით! უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი აკეთებენ.

    35:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე