სურა 34 სებე, აიათი 46 – 54

  1. قُلْ إِنَّمَا أَعِظُكُمْ بِوَاحِدَةٍ ۖ أَنْ تَقُومُوا لِلَّهِ مَثْنَىٰ وَفُرَادَىٰ ثُمَّ تَتَفَكَّرُوا ۚ مَا بِصَاحِبِكُمْ مِنْ جِنَّةٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا نَذِيرٌ لَكُمْ بَيْنَ يَدَيْ عَذَابٍ شَدِيدٍ

    უთხარი: „მე მხოლოდ მოგცემთ ერთ დარიგებას: „რომ ფეხზე წამოდგეთ ალლაჰისათვის ორ-ორად და კენტად, მერე კი დაფიქრდით. თქვენს მეგობარს არანაირი შეშლილობის ნიშანწყალი არ ეტყობა. ის მხოლოდ შემგონებელია თქვენთვის, სასტიკი სასჯელის წინაშე!

    34:46
  2. قُلْ مَا سَأَلْتُكُمْ مِنْ أَجْرٍ فَهُوَ لَكُمْ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى اللَّهِ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ

    უთხარი: „მე თქვენგან არ ვითხოვ გასამრჯელოს, თქვენი იყოს იგი, რამეთუ ჩემზე საზღაურის მოგება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. და იგია ყოვლის მოწმე!“

    34:47
  3. قُلْ إِنَّ رَبِّي يَقْذِفُ بِالْحَقِّ عَلَّامُ الْغُيُوبِ

    უთხარი: „უეჭველად, ჩემი ღმერთი ზეგარდმოავლენს ჭეშმარიტებას. იგია ყოველივე დაფარულის მცოდნე!“

    34:48
  4. قُلْ جَاءَ الْحَقُّ وَمَا يُبْدِئُ الْبَاطِلُ وَمَا يُعِيدُ

    უთხარი: „მოვიდა ჭეშმარიტება და სიცრუე ვეღარ აღმოცენდება და ვეღარ გაიმარჯვებს!“

    34:49
  5. قُلْ إِنْ ضَلَلْتُ فَإِنَّمَا أَضِلُّ عَلَىٰ نَفْسِي ۖ وَإِنِ اهْتَدَيْتُ فَبِمَا يُوحِي إِلَيَّ رَبِّي ۚ إِنَّهُ سَمِيعٌ قَرِيبٌ

    უთხარი: „თუ მე ვცდები, მხოლოდ ჩემდა საზიანოდ ვცდები და თუ მე სწორ გზაზე ვდგავარ, მხოლოდ იმის წყალობით, რაც შთამაგონა ჩემმა ღმერთმა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ახლომყოფი!

    34:50
  6. وَلَوْ تَرَىٰ إِذْ فَزِعُوا فَلَا فَوْتَ وَأُخِذُوا مِنْ مَكَانٍ قَرِيبٍ

    ნეტავ განახა, როცა ალიაქოთს ატეხავენ. უკვე აღარ იქნება გაქცევა და იქვე ხელთ ჩაუვარდებიან!

    34:51
  7. وَقَالُوا آمَنَّا بِهِ وَأَنَّىٰ لَهُمُ التَّنَاوُشُ مِنْ مَكَانٍ بَعِيدٍ

    და თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ იგი“, მაგრამ რას გახდებიან ასეთ შორეთში!...

    34:52
  8. وَقَدْ كَفَرُوا بِهِ مِنْ قَبْلُ ۖ وَيَقْذِفُونَ بِالْغَيْبِ مِنْ مَكَانٍ بَعِيدٍ

    რამეთუ უარყვეს იგი მანამდე, ისინი შორეთიდან უხილავს ესვრიან.

    34:53
  9. وَحِيلَ بَيْنَهُمْ وَبَيْنَ مَا يَشْتَهُونَ كَمَا فُعِلَ بِأَشْيَاعِهِمْ مِنْ قَبْلُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا فِي شَكٍّ مُرِيبٍ

    მათსა და თავიანთ საწადელს შორის საფარველია ჩამოფარებული, ისევე, როგორც მათ უწინ მყოფთა. უეჭველად, ისინი ბუნდოვან ეჭვში დაძრწოდნენ!

    34:54

თარგმანი: რეზო მიქელაძე