სურა 34 სებე, აიათი 37 – 45

  1. وَمَا أَمْوَالُكُمْ وَلَا أَوْلَادُكُمْ بِالَّتِي تُقَرِّبُكُمْ عِنْدَنَا زُلْفَىٰ إِلَّا مَنْ آمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَأُولَٰئِكَ لَهُمْ جَزَاءُ الضِّعْفِ بِمَا عَمِلُوا وَهُمْ فِي الْغُرُفَاتِ آمِنُونَ

    ვერც თქვენი სიმდიდრე და ვერც თქვენი შვილები ვერ დაგაახლოვებენ ჩვენთან, მხოლოდ ვინც ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. სწორედ მათთვისაა საზღაური ორმაგი, რასაც აკეთებდნენ. და ეგენი იქნებიან სამოთხეში უსაფრთხოდ!

    34:37
  2. وَالَّذِينَ يَسْعَوْنَ فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ

    ხოლო ისინი, რომელნიც თავგამოდებით ცდილობენ ჩვენი აიათების გაბათილებას, სატანჯველში მოსროლილი აღმოჩნდებიან!

    34:38
  3. قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ وَيَقْدِرُ لَهُ ۚ وَمَا أَنْفَقْتُمْ مِنْ شَيْءٍ فَهُوَ يُخْلِفُهُ ۖ وَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ

    უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უზრდის ან უზღუდავს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსობს. და იგია საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“

    34:39
  4. وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ يَقُولُ لِلْمَلَائِكَةِ أَهَٰؤُلَاءِ إِيَّاكُمْ كَانُوا يَعْبُدُونَ

    იმ დღეს იგი შეკრებს ყველას უკლებლივ და ეტყვის ანგელოზებს: „ესენი გცემდნენ თქვენ თაყვანს?“

    34:40
  5. قَالُوا سُبْحَانَكَ أَنْتَ وَلِيُّنَا مِنْ دُونِهِمْ ۖ بَلْ كَانُوا يَعْبُدُونَ الْجِنَّ ۖ أَكْثَرُهُمْ بِهِمْ مُؤْمِنُونَ

    თქვეს: „დიდება შენდა! ჩვენი მფარველი ისინი კი არა, შენ ხარ. არა ისინი ეთაყვანებოდნენ ჯინებს და უმრავლესობამ მათგან ისინი ირწმუნა!“

    34:41
  6. فَالْيَوْمَ لَا يَمْلِكُ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ نَفْعًا وَلَا ضَرًّا وَنَقُولُ لِلَّذِينَ ظَلَمُوا ذُوقُوا عَذَابَ النَّارِ الَّتِي كُنْتُمْ بِهَا تُكَذِّبُونَ

    მაშ, დღეს არ ხელგეწიფებათ თქვენ ერთმანეთისთვის რაიმე სიკეთის ან ზიანის მოტანა. და ვეტყვით, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს: „იგემეთ ტანჯვა ცეცხლის, რომელსაც თქვენ ცრუდ რაცხავდით!“

    34:42
  7. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ قَالُوا مَا هَٰذَا إِلَّا رَجُلٌ يُرِيدُ أَنْ يَصُدَّكُمْ عَمَّا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُكُمْ وَقَالُوا مَا هَٰذَا إِلَّا إِفْكٌ مُفْتَرًى ۚ وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلْحَقِّ لَمَّا جَاءَهُمْ إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ

    და როცა მათ ეკითხებათ ჩვენი ცხადი აიათები, ამბობენ: „ ვინა ეს, თუ არა ერთი კაცი, რომელსაც სურს აგვაშოროს იმას, რასაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ“. და თქვეს: „რაა ეს, თუ არა გამოგონილი სიცრუე“, ხოლო თქვეს, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინა მათ: რაა ეს, თუ არა ერთი აშკარა ჯადოქრობა“.

    34:43
  8. وَمَا آتَيْنَاهُمْ مِنْ كُتُبٍ يَدْرُسُونَهَا ۖ وَمَا أَرْسَلْنَا إِلَيْهِمْ قَبْلَكَ مِنْ نَذِيرٍ

    რამეთუ ჩვენ არ გვიბოძებია მათთვის წიგნთაგან წიგნი, რომელსაც შეისწავლიდნენ, და არ მოგვივლენია მათთან შენამდე შემგონებელი.

    34:44
  9. وَكَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ وَمَا بَلَغُوا مِعْشَارَ مَا آتَيْنَاهُمْ فَكَذَّبُوا رُسُلِي ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ

    და ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. და არ ბოძებიათ მათ მეათედი იმისა, რაც ამათ ვუბოძეთ. ამის მიუხედავად, ცრუდ შერაცხეს ჩვენი შუამავალნი. მაშ, როგორი იყო ჩემგან მათი უარყოფა?!

    34:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე