სურა 34 სებე, აიათი 31 – 36

  1. وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَنْ نُؤْمِنَ بِهَٰذَا الْقُرْآنِ وَلَا بِالَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ ۗ وَلَوْ تَرَىٰ إِذِ الظَّالِمُونَ مَوْقُوفُونَ عِنْدَ رَبِّهِمْ يَرْجِعُ بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ الْقَوْلَ يَقُولُ الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا لَوْلَا أَنْتُمْ لَكُنَّا مُؤْمِنِينَ

    და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არასდროს ვირწმუნებთ არც ამ ყურანს, არც იმას, რაც მის უწინ იყო“! ნეტავ განახა უსამართლონი, როცა ისინი იდგებიან მათი ღმერთის წინაშე, შეუბრუნდებიან ერთიმეორეს კითხვა-პასუხით. რომელნიც უძლურნი იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: რომ არა თქვენ, უთუოდ, მორწმუნენი ვიქნებოდით“!

    34:31
  2. قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا لِلَّذِينَ اسْتُضْعِفُوا أَنَحْنُ صَدَدْنَاكُمْ عَنِ الْهُدَىٰ بَعْدَ إِذْ جَاءَكُمْ ۖ بَلْ كُنْتُمْ مُجْرِمِينَ

    და უთხრეს მათ, რომელნიც განდიდებულნი იყვნენ, სუსტებს: „განა ჩვენ შეგიშალეთ ხელი ჭეშმარიტიბის გზაზე მას მერე, რაც ის გებოძათ? არა, თავად იყავით ცოდვილნი!“

    34:32
  3. وَقَالَ الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا بَلْ مَكْرُ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ إِذْ تَأْمُرُونَنَا أَنْ نَكْفُرَ بِاللَّهِ وَنَجْعَلَ لَهُ أَنْدَادًا ۚ وَأَسَرُّوا النَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ وَجَعَلْنَا الْأَغْلَالَ فِي أَعْنَاقِ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ هَلْ يُجْزَوْنَ إِلَّا مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    რომელნიც სუსტები იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: „არა, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობაა. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი“! და როცა დაინახავენ სასჯელს, გულში ჩაირაზავენ მონანიებას. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს, რომელთაც უარყვეს. განა მიეზღვებათ, გარდა რასაც თავად სჩადიოდნენ?

    34:33
  4. وَمَا أَرْسَلْنَا فِي قَرْيَةٍ مِنْ نَذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَا إِنَّا بِمَا أُرْسِلْتُمْ بِهِ كَافِرُونَ

    და არ წარგვიგზავნია დასახლებაში შემგონებელთაგან, რომ არ ეთქვათ იქ ფუფუნებაში განებივრებულებთ: „უეჭველად, ჩვენ უარმყოფელნი ვართ იმისა, რითიც წარმოიგზავნეთ!“

    34:34
  5. وَقَالُوا نَحْنُ أَكْثَرُ أَمْوَالًا وَأَوْلَادًا وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ

    და ამბობდნენ: „ჩვენ მეტი ქონება და შვილები გვყავს და ტანჯვა არ მოგვადგება!“

    34:35
  6. قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უმრავლებს ან უზღუდავს საზრდოს იმას, ინებებს ვისაც, მაგრამ არ უწყიან ხალხის უმეტესობამ!“

    34:36

თარგმანი: რეზო მიქელაძე