სურა 34 სებე, აიათი 22 – 30
-
قُلِ ادْعُوا الَّذِينَ زَعَمْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِثْقَالَ ذَرَّةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ وَمَا لَهُمْ فِيهِمَا مِنْ شِرْكٍ وَمَا لَهُ مِنْهُمْ مِنْ ظَهِيرٍ
უთხარი: „უხმეთ იმათ, ვისაც ღმერთებად თვლიდით, ალლაჰის გარდა“. არ ფლობენ ისინი იოტისოდენასაც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. და არ არის მათთვის ამ ორში მოზიარეობა, და მისთვის არ არის შემწე მათგან!
34:22 -
وَلَا تَنْفَعُ الشَّفَاعَةُ عِنْدَهُ إِلَّا لِمَنْ أَذِنَ لَهُ ۚ حَتَّىٰ إِذَا فُزِّعَ عَنْ قُلُوبِهِمْ قَالُوا مَاذَا قَالَ رَبُّكُمْ ۖ قَالُوا الْحَقَّ ۖ وَهُوَ الْعَلِيُّ الْكَبِيرُ
არ არს სარგებელი შუამდგომლობისა მის წინაშე, გარდა ვისაც უფლება მიეცა. და როცა შიში დასტოვებს მათ გულებს, ეტყვიან: „რა ბრძანა თქვენმა ღმერთმა?“ ამბობენ: ჭეშმარიტება. და იგი უზენაესია, დიადია“!
34:23 -
قُلْ مَنْ يَرْزُقُكُمْ مِنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ قُلِ اللَّهُ ۖ وَإِنَّا أَوْ إِيَّاكُمْ لَعَلَىٰ هُدًى أَوْ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
ჰკითხე: „ვინ გაძლევთ სარჩოს ზეციდან და მიწიდან“? უპასუხე: „ალლაჰი! და უეჭველად, ერთ-ერთი ჩვენგანი ან სწორ გზას ადგას, ან ცხად გზააბნევაშია“.
34:24 -
قُلْ لَا تُسْأَلُونَ عَمَّا أَجْرَمْنَا وَلَا نُسْأَلُ عَمَّا تَعْمَلُونَ
უთხარი: „არ განიკითხებით ჩვენი ჩადენილი ცოდვების გამო და არც ჩვენ განვიკითხებით იმის გამო, რასაც სჩადიხართ!“
34:25 -
قُلْ يَجْمَعُ بَيْنَنَا رَبُّنَا ثُمَّ يَفْتَحُ بَيْنَنَا بِالْحَقِّ وَهُوَ الْفَتَّاحُ الْعَلِيمُ
უთხარი: „ჩვენი ღმერთი შეგვკრებს ჩვენ ყველას და მერე განსჯის ჩვენს შორის სამართლიანად, რამეთუ იგი სამართლიანია, ყოვლისმცოდნეა“!
34:26 -
قُلْ أَرُونِيَ الَّذِينَ أَلْحَقْتُمْ بِهِ شُرَكَاءَ ۖ كَلَّا ۚ بَلْ هُوَ اللَّهُ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
უთხარი: „დამანახეთ ისინი, რომელთაც თანაზიარებად უხდით მას. არა, ასეთი რამ არ არსებობს! მხოლოდ ალლაჰია, ძლევამოსილი, ბრძენი“!
34:27 -
وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا كَافَّةً لِلنَّاسِ بَشِيرًا وَنَذِيرًا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი არ უწყის!
34:28 -
وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
და ამბობენ: „როდისაა ეს აღთქმა, თუ მართალთაგანი ხართ“?
34:29 -
قُلْ لَكُمْ مِيعَادُ يَوْمٍ لَا تَسْتَأْخِرُونَ عَنْهُ سَاعَةً وَلَا تَسْتَقْدِمُونَ
უთხარი: „თქვენთვისაა აღთქმული დღე, რომლისგან ვერ ჩამორჩებით უკან ერთი საათითაც და ვერც გაასწრებთ“!
34:30
თარგმანი: რეზო მიქელაძე