სურა 34 სებე, აიათი 12 – 18

  1. وَلِسُلَيْمَانَ الرِّيحَ غُدُوُّهَا شَهْرٌ وَرَوَاحُهَا شَهْرٌ ۖ وَأَسَلْنَا لَهُ عَيْنَ الْقِطْرِ ۖ وَمِنَ الْجِنِّ مَنْ يَعْمَلُ بَيْنَ يَدَيْهِ بِإِذْنِ رَبِّهِ ۖ وَمَنْ يَزِغْ مِنْهُمْ عَنْ أَمْرِنَا نُذِقْهُ مِنْ عَذَابِ السَّعِيرِ

    და სულეიმანს ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვე და საღამოს უკან მოსვლა ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინებს შორის იყვნენ ისეთნიც, ვინც მუშაობდა მის თვალწინ, ნებითა ღმერთისა თვისა. და ვინც ჩვენს ბრძანებას გადაუხვევს, ვაგემებთ მას ცეცხლის სასჯელს!

    34:12
  2. يَعْمَلُونَ لَهُ مَا يَشَاءُ مِنْ مَحَارِيبَ وَتَمَاثِيلَ وَجِفَانٍ كَالْجَوَابِ وَقُدُورٍ رَاسِيَاتٍ ۚ اعْمَلُوا آلَ دَاوُودَ شُكْرًا ۚ وَقَلِيلٌ مِنْ عِبَادِيَ الشَّكُورُ

    აკეთებდნენ მისთვის, ნებავდა რაც: კოშკებს, ქანდაკებებს, სამლოცველოებს, წყალსატევის მსგავსს და უძრავ ქვაბებს. ჰეი, დავუდის ოჯახეულნო! იშრომეთ მადლიერების ნიშნად. მაგრამ ჩემს მსახურთა შორის ცოტაა მადლიერი!

    34:13
  3. فَلَمَّا قَضَيْنَا عَلَيْهِ الْمَوْتَ مَا دَلَّهُمْ عَلَىٰ مَوْتِهِ إِلَّا دَابَّةُ الْأَرْضِ تَأْكُلُ مِنْسَأَتَهُ ۖ فَلَمَّا خَرَّ تَبَيَّنَتِ الْجِنُّ أَنْ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ الْغَيْبَ مَا لَبِثُوا فِي الْعَذَابِ الْمُهِينِ

    და როცა გადავუწყვიტეთ სიკვდილი, მათ გაიგეს ამის შესახებ ხის ჭიისაგან, რომელმაც გაღრღნა მისი კვერთხი. და როცა დაეცა იგი, ცხადი გახდა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში.

    34:14
  4. لَقَدْ كَانَ لِسَبَإٍ فِي مَسْكَنِهِمْ آيَةٌ ۖ جَنَّتَانِ عَنْ يَمِينٍ وَشِمَالٍ ۖ كُلُوا مِنْ رِزْقِ رَبِّكُمْ وَاشْكُرُوا لَهُ ۚ بَلْدَةٌ طَيِّبَةٌ وَرَبٌّ غَفُورٌ

    ვფიცავ, სებეს მკვიდრთათვის მათი საცხოვრებელი სასწაული იყო: ორი ბაღი - მარჯვნივ და მარცხნივ. ჭამეთ თქვენი ღმერთის სარჩოთაგან და მადლიერნი იყავით მისი. მშვენიერი ქვეყანა და შემნდობი ღმერთი!

    34:15
  5. فَأَعْرَضُوا فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ سَيْلَ الْعَرِمِ وَبَدَّلْنَاهُمْ بِجَنَّتَيْهِمْ جَنَّتَيْنِ ذَوَاتَيْ أُكُلٍ خَمْطٍ وَأَثْلٍ وَشَيْءٍ مِنْ سِدْرٍ قَلِيلٍ

    მაგრამ ზურგი იქციეს და დავატეხეთ თავზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათი ბაღები ორი სხვა ბაღით: ნახევრად გადაჭმული, მწარე და ეკლიანით...

    34:16
  6. ذَٰلِكَ جَزَيْنَاهُمْ بِمَا كَفَرُوا ۖ وَهَلْ نُجَازِي إِلَّا الْكَفُورَ

    ასე მივუზღეთ იმისთვის, რომ უმადურნი იყვნენ. განა ვსჯით ვინმეს, თუ არა უმადურთ?

    34:17
  7. وَجَعَلْنَا بَيْنَهُمْ وَبَيْنَ الْقُرَى الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا قُرًى ظَاهِرَةً وَقَدَّرْنَا فِيهَا السَّيْرَ ۖ سِيرُوا فِيهَا لَيَالِيَ وَأَيَّامًا آمِنِينَ

    და დავადგინეთ მათსა და ქალაქებს შორის სოფელი თვალსაჩინოდ, რომელიც ჩვენ დავლოცეთ. და მასში გადაადგილების საშუალება მივანიჭეთ. იმოგზაურეთ ღამით და დღისით უსაფრთხოდ!

    34:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე