სურა 34 სებე, აიათი 10 – 11
-
وَلَقَدْ آتَيْنَا دَاوُودَ مِنَّا فَضْلًا ۖ يَا جِبَالُ أَوِّبِي مَعَهُ وَالطَّيْرَ ۖ وَأَلَنَّا لَهُ الْحَدِيدَ
და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ დავუდს წყალობა ჩვენგან: მთებო და ჩიტებო! ადიდეთ მასთან ერთად! და დავარბილეთ მისთვის რკინა!
34:10 -
أَنِ اعْمَلْ سَابِغَاتٍ وَقَدِّرْ فِي السَّرْدِ ۖ وَاعْمَلُوا صَالِحًا ۖ إِنِّي بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
გამოჭედე გრძელი ჯავშანი და დაიცავი ზომა ჯაჭვისა! და ჰქმენით სიკეთე, რამეთუ ვხედავ ყველაფერს, რასაც სჩადიხართ!
34:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე