სურა 33 აჰზაბი, აიათი 9 – 20

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اذْكُرُوا نِعْمَةَ اللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ جَاءَتْكُمْ جُنُودٌ فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِيحًا وَجُنُودًا لَمْ تَرَوْهَا ۚ وَكَانَ اللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, აკი, მოგადგათ ლაშქარნი. მაშინ ჩვენ მოვავლინეთ მათზე ქარი და ლაშქარნი, რომელსაც ვერ ხედავდით. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!

    33:9
  2. إِذْ جَاءُوكُمْ مِنْ فَوْقِكُمْ وَمِنْ أَسْفَلَ مِنْكُمْ وَإِذْ زَاغَتِ الْأَبْصَارُ وَبَلَغَتِ الْقُلُوبُ الْحَنَاجِرَ وَتَظُنُّونَ بِاللَّهِ الظُّنُونَا

    აკი, დაგესხმნენ ისინი თქვენ ზევიდან და ქვევიდან და მაშინ მზერა გაიყინა უიმედობის გამო, გულნი ყელს მიებჯინა და თქვენ ალლაჰის შესახებ ნაირ-ნაირი ეჭვი გამოთქვით.

    33:10
  3. هُنَالِكَ ابْتُلِيَ الْمُؤْمِنُونَ وَزُلْزِلُوا زِلْزَالًا شَدِيدًا

    სწორედ იქ გამოიცადნენ მორწმუნენი და განიცადეს დიდი თრთოლვა!

    33:11
  4. وَإِذْ يَقُولُ الْمُنَافِقُونَ وَالَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ مَا وَعَدَنَا اللَّهُ وَرَسُولُهُ إِلَّا غُرُورًا

    და აკი, ამბობდნენ თვალთმაქცნი და რომელთა გულებშიც სენია: „რაც აღგვითქვა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა არაფერია, გარდა ფუჭი შეცდენისა!“

    33:12
  5. وَإِذْ قَالَتْ طَائِفَةٌ مِنْهُمْ يَا أَهْلَ يَثْرِبَ لَا مُقَامَ لَكُمْ فَارْجِعُوا ۚ وَيَسْتَأْذِنُ فَرِيقٌ مِنْهُمُ النَّبِيَّ يَقُولُونَ إِنَّ بُيُوتَنَا عَوْرَةٌ وَمَا هِيَ بِعَوْرَةٍ ۖ إِنْ يُرِيدُونَ إِلَّا فِرَارًا

    და აკი, თქვა მათგან ერთმა ჯფუფმა: „ჰეი, იასრიბის (მედინას) მკვიდრნო! ვერ გაუმკლავდებით, უკან მიბრუნდით!“ მათგან ერთმა ჯგუფმა შუამავლისგან ნებართვა აიღო და თქვა: „ჩვენი სახლები დაუცველი დაგვრჩაო“. არ იყო ისინი დაუცველი, მხოლოდ გაქცევა სურდათ.

    33:13
  6. وَلَوْ دُخِلَتْ عَلَيْهِمْ مِنْ أَقْطَارِهَا ثُمَّ سُئِلُوا الْفِتْنَةَ لَآتَوْهَا وَمَا تَلَبَّثُوا بِهَا إِلَّا يَسِيرًا

    და რომ შეჭრილიყვნენ იქ მათ წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, მერე მოეთხოვათ ცდუნდითო, დაუფიქრებლად უმალ დასთანხმდებოდნენ.

    33:14
  7. وَلَقَدْ كَانُوا عَاهَدُوا اللَّهَ مِنْ قَبْلُ لَا يُوَلُّونَ الْأَدْبَارَ ۚ وَكَانَ عَهْدُ اللَّهِ مَسْئُولًا

    და ვფიცავ, მანამდე აღთქმა ჰქონდათ ალლაჰთან დადებული, რომ არ იქცევდნენ ზურგს. იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშე დადებული აღთქმა აუცილებლად მოგეკითხებათ!

    33:15
  8. قُلْ لَنْ يَنْفَعَكُمُ الْفِرَارُ إِنْ فَرَرْتُمْ مِنَ الْمَوْتِ أَوِ الْقَتْلِ وَإِذًا لَا تُمَتَّعُونَ إِلَّا قَلِيلًا

    უთხარი: „გაქცევა არას გარგებთ, თუ სიკვდილს ან დაღუპვას გაურბიხართ. სიკეთეებით მცირე ხანს დატკბებით!“

    33:16
  9. قُلْ مَنْ ذَا الَّذِي يَعْصِمُكُمْ مِنَ اللَّهِ إِنْ أَرَادَ بِكُمْ سُوءًا أَوْ أَرَادَ بِكُمْ رَحْمَةً ۚ وَلَا يَجِدُونَ لَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    უთხარი: „ვის ძალუძს აღუდგეს ალლაჰისგან, თუ ის თქვენთვის სიავის შეხებას ან მოწყალების მომადლებას ინებებს?“ და ვერ ჰპოვებენ მათთვის შემწეს და მფარველს, გარდა ალლაჰისა!

    33:17
  10. قَدْ يَعْلَمُ اللَّهُ الْمُعَوِّقِينَ مِنْكُمْ وَالْقَائِلِينَ لِإِخْوَانِهِمْ هَلُمَّ إِلَيْنَا ۖ وَلَا يَأْتُونَ الْبَأْسَ إِلَّا قَلِيلًا

    უეჭველად, ალლაჰი უწყის, რომელნიც უკეთურობას სთესენ და რომელნიც ეუბნებიან თავიანთ ძმებსაც: „მოდით ჩვენთანო!“ და არ მოვლენ, თუ არა მცირედისა;

    33:18
  11. أَشِحَّةً عَلَيْكُمْ ۖ فَإِذَا جَاءَ الْخَوْفُ رَأَيْتَهُمْ يَنْظُرُونَ إِلَيْكَ تَدُورُ أَعْيُنُهُمْ كَالَّذِي يُغْشَىٰ عَلَيْهِ مِنَ الْمَوْتِ ۖ فَإِذَا ذَهَبَ الْخَوْفُ سَلَقُوكُمْ بِأَلْسِنَةٍ حِدَادٍ أَشِحَّةً عَلَى الْخَيْرِ ۚ أُولَٰئِكَ لَمْ يُؤْمِنُوا فَأَحْبَطَ اللَّهُ أَعْمَالَهُمْ ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرًا

    რამეთუ მოშურნეობენ თქვენდამი. შემდეგ როცა შიში ეწევათ, ხედავ როგორ გიყურებენ თვალების ცეცებით, როგორც ადამიანი, რომელსაც სიკვდილის წინ გული მისდის. ხოლო როცა შიში გაუვლით, გულს გტკენენ მწარე ენით, მოშურნეობენ სიკეთის წინაშე. სწორედ ეგენი არიან, რომელთაც არ ირწმუნეს და ალლაჰმა ფუჭად ჰქმნა მათი საქმენი. და ეს ალლაჰისთვის იოლია!

    33:19
  12. يَحْسَبُونَ الْأَحْزَابَ لَمْ يَذْهَبُوا ۖ وَإِنْ يَأْتِ الْأَحْزَابُ يَوَدُّوا لَوْ أَنَّهُمْ بَادُونَ فِي الْأَعْرَابِ يَسْأَلُونَ عَنْ أَنْبَائِكُمْ ۖ وَلَوْ كَانُوا فِيكُمْ مَا قَاتَلُوا إِلَّا قَلِيلًا

    ფიქრობენ, რომ მოკავშირეები არ წასულან. მოკავშირეები რომც მოვიდნენ, მომთაბარე არაბებთან ისურვებენ ცხოვრებას და თქვენს ამბავს შორიდან მოიკითხავენ, თქვენთანაც რომ იყვნენ, არ იბრძოლებენ, გარდა მცირედისა!

    33:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე