სურა 33 აჰზაბი, აიათი 69 – 73

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَكُونُوا كَالَّذِينَ آذَوْا مُوسَىٰ فَبَرَّأَهُ اللَّهُ مِمَّا قَالُوا ۚ وَكَانَ عِنْدَ اللَّهِ وَجِيهًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაემსგავსოთ მათ, რომელთაც აწყენინეს მუსას. ალლაჰმა გაამართლა იმისგან, რასაც ისინი ამბობდნენ. და იყო იგი პატივდებული ალლაჰის წინაშე!

    33:69
  2. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ وَقُولُوا قَوْلًا سَدِيدًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!

    33:70
  3. يُصْلِحْ لَكُمْ أَعْمَالَكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ ۗ وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ فَازَ فَوْزًا عَظِيمًا

    თქვენი საქმეები გამოასწოროს და სასარგებლო ჰქმნას და მოგიტევოს ცოდვანი თქვენი. და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!

    33:71
  4. إِنَّا عَرَضْنَا الْأَمَانَةَ عَلَى السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَالْجِبَالِ فَأَبَيْنَ أَنْ يَحْمِلْنَهَا وَأَشْفَقْنَ مِنْهَا وَحَمَلَهَا الْإِنْسَانُ ۖ إِنَّهُ كَانَ ظَلُومًا جَهُولًا

    უეჭველად, ჩვენ შევთავაზეთ პასუხისმგებლობა აეღო ცანსა და დედამიწას და მთებს, მაგრამ უარი თქვეს და შეეშინდათ მისგან, კაცმა კი იტვირთა იგი. უეჭველად, იგი უსამართლოა, უგუნურია!

    33:72
  5. لِيُعَذِّبَ اللَّهُ الْمُنَافِقِينَ وَالْمُنَافِقَاتِ وَالْمُشْرِكِينَ وَالْمُشْرِكَاتِ وَيَتُوبَ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا

    რათა ალლაჰს (ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე) დაესაჯა თვალთმაქცი კაცები და ქალები, კერპთაყვანისმცემელი კაცები და ქალები და შეენდო მორწმუნე კაცებისთვის და ქალებისთვის. ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    33:73

თარგმანი: რეზო მიქელაძე