სურა 33 აჰზაბი, აიათი 4 – 5
-
مَا جَعَلَ اللَّهُ لِرَجُلٍ مِنْ قَلْبَيْنِ فِي جَوْفِهِ ۚ وَمَا جَعَلَ أَزْوَاجَكُمُ اللَّائِي تُظَاهِرُونَ مِنْهُنَّ أُمَّهَاتِكُمْ ۚ وَمَا جَعَلَ أَدْعِيَاءَكُمْ أَبْنَاءَكُمْ ۚ ذَٰلِكُمْ قَوْلُكُمْ بِأَفْوَاهِكُمْ ۖ وَاللَّهُ يَقُولُ الْحَقَّ وَهُوَ يَهْدِي السَّبِيلَ
და არ დაუდგენია ალლაჰს კაცისთვის ორი გული ერთ სხეულში. და არ დაუდგენია თქვენს დედებად თქვენ ცოლთაგან ისინი, ვისაც აკრძალულად აცხადებთ თქვენთვის და არ დაუდგენია თქვენი შვილობილები თქვენს შვილებად. ეს მხოლოდ სიტყვებია თქვენი პირით წარმოთქმული, რამეთუ ალლაჰი ჭეშმარიტებას ბრძანებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგენს იგი!
33:4 -
ادْعُوهُمْ لِآبَائِهِمْ هُوَ أَقْسَطُ عِنْدَ اللَّهِ ۚ فَإِنْ لَمْ تَعْلَمُوا آبَاءَهُمْ فَإِخْوَانُكُمْ فِي الدِّينِ وَمَوَالِيكُمْ ۚ وَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ فِيمَا أَخْطَأْتُمْ بِهِ وَلَٰكِنْ مَا تَعَمَّدَتْ قُلُوبُكُمْ ۚ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا
მოიხმეთ ისინი თავიანთი მამების სახელით, რამეთუ ეს უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე. და თუ არ იცნობთ მათ მამებს, მაშინ ისინი თქვენი ძმები არიან სჯულში და მოყვასნი. არ არის თქვენდა ცოდვა, რაც შეცდომით ჩაიდინეთ, თუ არა განზრახ გულით ჩადენილისა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
33:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე