სურა 33 აჰზაბი, აიათი 32 – 34

  1. يَا نِسَاءَ النَّبِيِّ لَسْتُنَّ كَأَحَدٍ مِنَ النِّسَاءِ ۚ إِنِ اتَّقَيْتُنَّ فَلَا تَخْضَعْنَ بِالْقَوْلِ فَيَطْمَعَ الَّذِي فِي قَلْبِهِ مَرَضٌ وَقُلْنَ قَوْلًا مَعْرُوفًا

    ჰეი, შუამავლის ცოლებო! თქვენ არა ხართ სხვა ნებისმიერი ქალის დარი. თუკი თქვენ ძრწოლა გაქვთ, ნუ გამოაჩენთ ალერსიანობას საუბარში, რომ არ განიზრახოს თქვენი ნდომა იმან, ვისი გულიც დასნეულებულია, და ისაუბრეთ თავდაჭერილად!

    33:32
  2. وَقَرْنَ فِي بُيُوتِكُنَّ وَلَا تَبَرَّجْنَ تَبَرُّجَ الْجَاهِلِيَّةِ الْأُولَىٰ ۖ وَأَقِمْنَ الصَّلَاةَ وَآتِينَ الزَّكَاةَ وَأَطِعْنَ اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ لِيُذْهِبَ عَنْكُمُ الرِّجْسَ أَهْلَ الْبَيْتِ وَيُطَهِّرَكُمْ تَطْهِيرًا

    დარჩით თქვენს სახლებში, და არ გამოიპრანჭოთ ისე, როგორც უვიცობის ხანის გამოპრანჭვა, და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება და ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და მის შუამავალს. ჰეი, სახლის ბინადარნო, ალლაჰის ნება თქვენგან სისაძაგლის აცილებაა და უმწიკვლოდ დადგინებაა თქვენი!

    33:33
  3. وَاذْكُرْنَ مَا يُتْلَىٰ فِي بُيُوتِكُنَّ مِنْ آيَاتِ اللَّهِ وَالْحِكْمَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ لَطِيفًا خَبِيرًا

    და გაიხსენეთ რაც იკითხება თქვენს სახლებში ალლაჰის აიათთაგან და სიბრძნე. უეჭველად, ალლაჰი სიკეთის მომგებია, ყოვლისმცოდნეა!

    33:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე