სურა 33 აჰზაბი, აიათი 21 – 27

  1. لَقَدْ كَانَ لَكُمْ فِي رَسُولِ اللَّهِ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ لِمَنْ كَانَ يَرْجُو اللَّهَ وَالْيَوْمَ الْآخِرَ وَذَكَرَ اللَّهَ كَثِيرًا

    ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!

    33:21
  2. وَلَمَّا رَأَى الْمُؤْمِنُونَ الْأَحْزَابَ قَالُوا هَٰذَا مَا وَعَدَنَا اللَّهُ وَرَسُولُهُ وَصَدَقَ اللَّهُ وَرَسُولُهُ ۚ وَمَا زَادَهُمْ إِلَّا إِيمَانًا وَتَسْلِيمًا

    და როცა დაინახეს მორწმუნეებმა მოკავშირე ერთეულები, თქვეს: „ესაა, რაც აღგვითქვა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა. და ჭეშმარიტება გვამცნო ალლაჰმა და მისმა შუამავალმა“. და ეს მათ არაფერს შეჰმატებს თუ არა რწმენას და მორჩილებას!

    33:22
  3. مِنَ الْمُؤْمِنِينَ رِجَالٌ صَدَقُوا مَا عَاهَدُوا اللَّهَ عَلَيْهِ ۖ فَمِنْهُمْ مَنْ قَضَىٰ نَحْبَهُ وَمِنْهُمْ مَنْ يَنْتَظِرُ ۖ وَمَا بَدَّلُوا تَبْدِيلًا

    მორწმუნეებს შორის არიან კაცნი, რომელნიც ალლაჰთან დადებული აღთქმის ერთგულნი დარჩნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე მოიხადა თავისი მოვალეობა და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ მოელის, მაგრამ არაფრით არღვევენ!

    33:23
  4. لِيَجْزِيَ اللَّهُ الصَّادِقِينَ بِصِدْقِهِمْ وَيُعَذِّبَ الْمُنَافِقِينَ إِنْ شَاءَ أَوْ يَتُوبَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ غَفُورًا رَحِيمًا

    (ეს იმისთვის) რათა მიუზღას ალლაჰმა მართალთ მათი სიმართლისათვის და დასაჯოს პირმოთნენი, ინებებს თუკი, ან მიუტევოს. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    33:24
  5. وَرَدَّ اللَّهُ الَّذِينَ كَفَرُوا بِغَيْظِهِمْ لَمْ يَنَالُوا خَيْرًا ۚ وَكَفَى اللَّهُ الْمُؤْمِنِينَ الْقِتَالَ ۚ وَكَانَ اللَّهُ قَوِيًّا عَزِيزًا

    და უკან გააბრუნა ალლაჰმა ისინი, რომელთაც უარყვეს, თავიანთ ბრაზითურთ, მათ ვერ ეწიენ სიკეთეს. და ალლაჰმა ომის მძიმე ტვირთისგან დაიხსნა მორწმუნენი. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილია!

    33:25
  6. وَأَنْزَلَ الَّذِينَ ظَاهَرُوهُمْ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ مِنْ صَيَاصِيهِمْ وَقَذَفَ فِي قُلُوبِهِمُ الرُّعْبَ فَرِيقًا تَقْتُلُونَ وَتَأْسِرُونَ فَرِيقًا

    და წიგნის ხალხთაგან, რომელნიც დაეხმარნენ მათ, გამოაძევა თავიანთი ციხე-სიმაგრეებიდან და ჩააგდო მათ გულებში შიში. მათ ნაწილს ხოცავდით თქვენ და ტყვედ აგყავდათ ნაწილი.

    33:26
  7. وَأَوْرَثَكُمْ أَرْضَهُمْ وَدِيَارَهُمْ وَأَمْوَالَهُمْ وَأَرْضًا لَمْ تَطَئُوهَا ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرًا

    და დაგიმკვიდრა თქვენ მათი მიწები, სახლები, ქონება და ის მიწებიც, რომელზეც ფეხიც კი არ გქონდათ დადგმული. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    33:27

თარგმანი: რეზო მიქელაძე