სურა 30 რუმი, აიათი 8 – 21

  1. أَوَلَمْ يَتَفَكَّرُوا فِي أَنْفُسِهِمْ ۗ مَا خَلَقَ اللَّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا إِلَّا بِالْحَقِّ وَأَجَلٍ مُسَمًّى ۗ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ النَّاسِ بِلِقَاءِ رَبِّهِمْ لَكَافِرُونَ

    ნუთუ არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე? რომ ალლაჰს არ გაუჩენია ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის და მხოლოდ განსაზღრული ვადით. მაგრამ ხალხთაგან მრავალი თავიანთ ღმერთთან შეხვედრის ,დიახაც, უარმყოფელნი არიან.

    30:8
  2. أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً وَأَثَارُوا الْأَرْضَ وَعَمَرُوهَا أَكْثَرَ مِمَّا عَمَرُوهَا وَجَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ ۖ فَمَا كَانَ اللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ

    ნუთუ არ უმოგზაურიათ მათ ქვეყანაზე და არ უნახავთ როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? ისინი მათზე ძლიერნი იყვნენ. ამუშავებდნენ მიწას და კეთილაწყობდნენ მათზე უკეთ. და მივიდნენ მათთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით. ალლაჰი არ ყოფილა უსამართლო მათ მიმართ, ისინი თავად მოექცნენ უსამართლოდ საკუთარ სულთ!

    30:9
  3. ثُمَّ كَانَ عَاقِبَةَ الَّذِينَ أَسَاءُوا السُّوأَىٰ أَنْ كَذَّبُوا بِآيَاتِ اللَّهِ وَكَانُوا بِهَا يَسْتَهْزِئُونَ

    და ბოლოს, ალლაჰის აიათების ცრუდ შერაცხვით და მისი აბუჩად აგდებით სიავის ჩამდენთა აღსასრული საზარელი აღმოჩნდა!

    30:10
  4. اللَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    ალლაჰი პირველად გააჩენს და მერე აღადგენს მას. ამის მერე მასთან იქნებით მიბრუნებულნი!

    30:11
  5. وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يُبْلِسُ الْمُجْرِمُونَ

    იმ დღეს, როცა დადგება ჟამი, ცოდვილნი უიმედოდ დაეცემიან.

    30:12
  6. وَلَمْ يَكُنْ لَهُمْ مِنْ شُرَكَائِهِمْ شُفَعَاءُ وَكَانُوا بِشُرَكَائِهِمْ كَافِرِينَ

    და არ შეეწევიან მათ თავიანთი თანამოზიარენი, ისინი ისედაც განუდგებიან თავიანთ თანამოზიარენს!

    30:13
  7. وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يَوْمَئِذٍ يَتَفَرَّقُونَ

    და დღეს, როცა დადგება ჟამი, გაიყოფიან იმ დღეს ისინი ერთმანეთისგან!

    30:14
  8. فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَهُمْ فِي رَوْضَةٍ يُحْبَرُونَ

    ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის ბაღებში გახარებულნი იქნებიან!

    30:15
  9. وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَلِقَاءِ الْآخِرَةِ فَأُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ

    ხოლო ისინი, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და საიქიოსთან შეხვედრა ცრუდ შერაცხეს, მოყვანილ იქნებიან სასჯელის მისაგებად!

    30:16
  10. فَسُبْحَانَ اللَّهِ حِينَ تُمْسُونَ وَحِينَ تُصْبِحُونَ

    მაშ, ადიდეთ ალლაჰი როცა მოსაღამოვდება და გარიჟრაჟისას,

    30:17
  11. وَلَهُ الْحَمْدُ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَعَشِيًّا وَحِينَ تُظْهِرُونَ

    დღის ბოლოს და შუადღისას! და მას ეკუთვნის ქება-დიდება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა!

    30:18
  12. يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَيُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ وَيُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ وَكَذَٰلِكَ تُخْرَجُونَ

    მას გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლისგან. ის აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის მერე და ამგვარად აღმოცენდებით!

    30:19
  13. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ إِذَا أَنْتُمْ بَشَرٌ تَنْتَشِرُونَ

    და მის სასწაულებს განეკუთვნება ის, რომ მიწიდან გაგაჩინათ, შემდგომ შეიქმენით კაცობრიობად და გაიფანტეთ.

    30:20
  14. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا لِتَسْكُنُوا إِلَيْهَا وَجَعَلَ بَيْنَكُمْ مَوَدَّةً وَرَحْمَةً ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!

    30:21

თარგმანი: რეზო მიქელაძე