სურა 30 რუმი, აიათი 54 – 60

  1. اللَّهُ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ ضَعْفٍ ثُمَّ جَعَلَ مِنْ بَعْدِ ضَعْفٍ قُوَّةً ثُمَّ جَعَلَ مِنْ بَعْدِ قُوَّةٍ ضَعْفًا وَشَيْبَةً ۚ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۖ وَهُوَ الْعَلِيمُ الْقَدِيرُ

    იგია ალლაჰი, რომელმაც გაგაჩინა თქვენ სუსტისგან, სისუსტის შემდეგ დაგიდგინათ სიძლიერე და მერე შეგიცვლით ამას სისუსტითა და ჭაღარით. გააჩენს, ინებებს რასაც, რამეთუ იგია ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე!

    30:54
  2. وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يُقْسِمُ الْمُجْرِمُونَ مَا لَبِثُوا غَيْرَ سَاعَةٍ ۚ كَذَٰلِكَ كَانُوا يُؤْفَكُونَ

    იმ დღეს, როცა დადგება საათი, ცოდვილები მოჰყვებიან ფიცს, რომ დაჰყვეს მხოლოდ ერთი საათი. ასე იყვნენ ცდომილებაში!

    30:55
  3. وَقَالَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ وَالْإِيمَانَ لَقَدْ لَبِثْتُمْ فِي كِتَابِ اللَّهِ إِلَىٰ يَوْمِ الْبَعْثِ ۖ فَهَٰذَا يَوْمُ الْبَعْثِ وَلَٰكِنَّكُمْ كُنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ

    და რომელთაც ებოძათ ცოდნა და რწმენა, ეტყვიან: „ალლაჰის წიგნის შესაბამისად დაჰყავით იქ აღდგომის დღემდე. აი, ეს არის აღდგომის დღე, მაგრამ თქვენ არ შეიმეცნეთ!“

    30:56
  4. فَيَوْمَئِذٍ لَا يَنْفَعُ الَّذِينَ ظَلَمُوا مَعْذِرَتُهُمْ وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ

    უკვე იმ დღეს ვერ უშველის მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, თავიანთი განცხადებანი და არც მოეთხოვებათ განცხადების გაკეთება!

    30:57
  5. وَلَقَدْ ضَرَبْنَا لِلنَّاسِ فِي هَٰذَا الْقُرْآنِ مِنْ كُلِّ مَثَلٍ ۚ وَلَئِنْ جِئْتَهُمْ بِآيَةٍ لَيَقُولَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ أَنْتُمْ إِلَّا مُبْطِلُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხთათვის ამ წიგნში ყოველგვარი იგავი. და თუ შენ წარსდგები მათ წინაშე სასწაულით, უთუოდ, იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „თქვენ მხოლოდ ამაოსმყოფელნი ხართ!“

    30:58
  6. كَذَٰلِكَ يَطْبَعُ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ

    ასრე ასვამს ალლაჰი მათ გულებზე ბეჭედს, რომელთაც რაიმე წილი არ ებოძათ ცოდნისგან.

    30:59
  7. فَاصْبِرْ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۖ وَلَا يَسْتَخِفَّنَّكَ الَّذِينَ لَا يُوقِنُونَ

    მაშ, იყავით მომთმენი, რამეთუ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. დაე, რომელნიც მოკლებულნი არიან რწმენას - ცოდნას, ვერ შეგარყიონ!

    30:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე