სურა 30 რუმი, აიათი 20 – 27

  1. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ إِذَا أَنْتُمْ بَشَرٌ تَنْتَشِرُونَ

    და მის სასწაულებს განეკუთვნება ის, რომ მიწიდან გაგაჩინათ, შემდგომ შეიქმენით კაცობრიობად და გაიფანტეთ.

    30:20
  2. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا لِتَسْكُنُوا إِلَيْهَا وَجَعَلَ بَيْنَكُمْ مَوَدَّةً وَرَحْمَةً ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!

    30:21
  3. وَمِنْ آيَاتِهِ خَلْقُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَاخْتِلَافُ أَلْسِنَتِكُمْ وَأَلْوَانِكُمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِلْعَالِمِينَ

    და მისი სასწაულებიდანაა ცათა და მიწის გაჩენა, თქვენი ენების და ფერის სხვადასხვაობაც. უეჭველად, ამაში სასწაულებია მცოდნეთათვის!

    30:22
  4. وَمِنْ آيَاتِهِ مَنَامُكُمْ بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَابْتِغَاؤُكُمْ مِنْ فَضْلِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَسْمَعُونَ

    მისი სასწაულებიდანაა თქვენი ძილი ღამით და დღისით, და თქვენგან მისი მადლის ძიებაც. უეჭველად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის!

    30:23
  5. وَمِنْ آيَاتِهِ يُرِيكُمُ الْبَرْقَ خَوْفًا وَطَمَعًا وَيُنَزِّلُ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَيُحْيِي بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ გაჩვენებთ იგი ელვას, რომელიც განგაცდევინებთ შიშსა და იმედს, აგრეთვე ის, რომ ზეციდან ავლენს წვიმას, რათა გაცოცხლდეს მისით მკვდარი მიწა. უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის!

    30:24
  6. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ تَقُومَ السَّمَاءُ وَالْأَرْضُ بِأَمْرِهِ ۚ ثُمَّ إِذَا دَعَاكُمْ دَعْوَةً مِنَ الْأَرْضِ إِذَا أَنْتُمْ تَخْرُجُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ დგას ცანი და მიწა მისი ბრძანებით. მერე თქვენ, ერთი მოხმობით, უმალ გამოხვალთ (სამარეებიდან).

    30:25
  7. وَلَهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ كُلٌّ لَهُ قَانِتُونَ

    მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყველა მას ჰმორჩილებს!

    30:26
  8. وَهُوَ الَّذِي يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ وَهُوَ أَهْوَنُ عَلَيْهِ ۚ وَلَهُ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    და იგია, რომელიც გააჩენს პირველად და მერე აღადგენს მას. და ეს იოლზე იოლია მისთვის. მას ეკუთვნის ზეუმაღლესი თვისებები ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგია ძლევამოსილი, ბრძენი!

    30:27

თარგმანი: რეზო მიქელაძე