სურა 2 ბაყარა, აიათი 92 – 93

  1. وَلَقَدْ جَاءَكُمْ مُوسَىٰ بِالْبَيِّنَاتِ ثُمَّ اتَّخَذْتُمُ الْعِجْلَ مِنْ بَعْدِهِ وَأَنْتُمْ ظَالِمُونَ

    სწორედ, რომ თქვენთან მოვიდა მუსა, ცხადი მტკიცებულებებით (სასწაულებით), მაგრამ თქვენ ხბო დაიდგინეთ (გაიღმერთეთ) კერპად მის შემდეგ (მისი არყოფნის დროს,სინას მთაზე წასვლის შემდეგ). ამიტომ თქვენ ხართ ცოდვილნი.

    2:92
  2. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَاقَكُمْ وَرَفَعْنَا فَوْقَكُمُ الطُّورَ خُذُوا مَا آتَيْنَاكُمْ بِقُوَّةٍ وَاسْمَعُوا ۖ قَالُوا سَمِعْنَا وَعَصَيْنَا وَأُشْرِبُوا فِي قُلُوبِهِمُ الْعِجْلَ بِكُفْرِهِمْ ۚ قُلْ بِئْسَمَا يَأْمُرُكُمْ بِهِ إِيمَانُكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    (ჰეი, ისრაილის შვილნო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტური) აღვმართეთ თქვენ ზემოთ. გეჭიროთ მყარად და შეისმინეთ! მათ თქვეს: შევისმინეთ და უარვყავით. რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს სიყვარულით ჰქონდათ გულები გაჟღენთილი. უთხარი შენ: თუკი ხართ მორწმუნენი, რაოდენ ცუდია რომ არ აღიარებთ, რასაც თქვენი რწმენა გკარნახობთ!

    2:93

თარგმანი: რეზო მიქელაძე