სურა 2 ბაყარა, აიათი 88 – 91

  1. وَقَالُوا قُلُوبُنَا غُلْفٌ ۚ بَلْ لَعَنَهُمُ اللَّهُ بِكُفْرِهِمْ فَقَلِيلًا مَا يُؤْمِنُونَ

    და თქვეს: „გულები ჩვენი დაცულია“!... არა! ალლაჰმა დასწყევლა ისინი ურწმუნოების გამო და ამიტომაც ძალიან ცოტა სწამთ.

    2:88
  2. وَلَمَّا جَاءَهُمْ كِتَابٌ مِنْ عِنْدِ اللَّهِ مُصَدِّقٌ لِمَا مَعَهُمْ وَكَانُوا مِنْ قَبْلُ يَسْتَفْتِحُونَ عَلَى الَّذِينَ كَفَرُوا فَلَمَّا جَاءَهُمْ مَا عَرَفُوا كَفَرُوا بِهِ ۚ فَلَعْنَةُ اللَّهِ عَلَى الْكَافِرِينَ

    და როცა მიიღეს წიგნი (ყურანი) ალლაჰისგან, დასტურად იმისა, რაც მათთან იყო (თორაში), ხოლო ადრე ძლევას ითხოვდნენ მათზე, რომელთაც უარყვეს. და როცა მოუვიდათ მათ, რაც იცოდნენ, უარყვეს იგი. დაე, ალლაჰის წყევლა ექმნეთ ურწმუნოთ!

    2:89
  3. بِئْسَمَا اشْتَرَوْا بِهِ أَنْفُسَهُمْ أَنْ يَكْفُرُوا بِمَا أَنْزَلَ اللَّهُ بَغْيًا أَنْ يُنَزِّلَ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۖ فَبَاءُوا بِغَضَبٍ عَلَىٰ غَضَبٍ ۚ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ مُهِينٌ

    რაოდენ ცუდია ის, რაზეც გაყიდეს საკუთარი სული იმის საფასურად, რათა არ ერწმუნათ იგი, რაც ალლაჰმა ზემოავლინა, იმის შურით, რომ ალლაჰი მოჰმადლის თავის სიკეთეს (გარდმოუვლენს წერილს) ხოლმე იმას, ვისაც თავად აირჩევს თავის მსახურთაგან! ამგვარად, თავს დაიტეხეს რისხვა რისხვაზე. უეჭველად, ურწმუნოთათვისაა სამარცხვინო სასჯელი!

    2:90
  4. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ آمِنُوا بِمَا أَنْزَلَ اللَّهُ قَالُوا نُؤْمِنُ بِمَا أُنْزِلَ عَلَيْنَا وَيَكْفُرُونَ بِمَا وَرَاءَهُ وَهُوَ الْحَقُّ مُصَدِّقًا لِمَا مَعَهُمْ ۗ قُلْ فَلِمَ تَقْتُلُونَ أَنْبِيَاءَ اللَّهِ مِنْ قَبْلُ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    და როცა ეტყვიან მათ: ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ზემოავლინა, პასუხობენ: ჩვენ გვწამს ის, რაც ზემოგვევლინა. და უარყოფენ, რაც ამას იქითაა, თუმცა ის ჭეშმარიტებაა, დასტურია იმის, რაც მათ აქვთ. უთხარი შენ: თუკი ხართ მორწმუნენი, მაშინ, რატომ კლავდით მანამდე ალლაჰის შუამავლებს?

    2:91

თარგმანი: რეზო მიქელაძე