სურა 2 ბაყარა, აიათი 83 – 85
-
وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَاقَ بَنِي إِسْرَائِيلَ لَا تَعْبُدُونَ إِلَّا اللَّهَ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا وَذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَقُولُوا لِلنَّاسِ حُسْنًا وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ ثُمَّ تَوَلَّيْتُمْ إِلَّا قَلِيلًا مِنْكُمْ وَأَنْتُمْ مُعْرِضُونَ
აკი, აღთქმა ავიღეთ ისრაილის ძეთაგან: რომ არავისთვის ეცათ თაყვანი, ალლაჰის გარდა; და მშობლებს კეთილად მოპყრობოდნენ, ასევე ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს. და რომ ადამიანებისთვის ტკბილი სიტყვა ეთქვათ, აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი. მაგრამ მერე აღთქმა დაარღვიეთ თქვენ, გარდა მცირედისა. და თქვენ პირი იბრუნეთ.
2:83 -
وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَاقَكُمْ لَا تَسْفِكُونَ دِمَاءَكُمْ وَلَا تُخْرِجُونَ أَنْفُسَكُمْ مِنْ دِيَارِكُمْ ثُمَّ أَقْرَرْتُمْ وَأَنْتُمْ تَشْهَدُونَ
როცა ავიღეთ ჩვენ აღთქმა თქვენგან, რომ არ დაღვრიდით ერთმანეთის სისხლს და არ გამოაძევებდით ერთმანეთს საკუთარი სახლებიდან. მერე თქვენ დაადასტურეთ და მოწმენიც იყავით ამის,
2:84 -
ثُمَّ أَنْتُمْ هَٰؤُلَاءِ تَقْتُلُونَ أَنْفُسَكُمْ وَتُخْرِجُونَ فَرِيقًا مِنْكُمْ مِنْ دِيَارِهِمْ تَظَاهَرُونَ عَلَيْهِمْ بِالْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَإِنْ يَأْتُوكُمْ أُسَارَىٰ تُفَادُوهُمْ وَهُوَ مُحَرَّمٌ عَلَيْكُمْ إِخْرَاجُهُمْ ۚ أَفَتُؤْمِنُونَ بِبَعْضِ الْكِتَابِ وَتَكْفُرُونَ بِبَعْضٍ ۚ فَمَا جَزَاءُ مَنْ يَفْعَلُ ذَٰلِكَ مِنْكُمْ إِلَّا خِزْيٌ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَيَوْمَ الْقِيَامَةِ يُرَدُّونَ إِلَىٰ أَشَدِّ الْعَذَابِ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხართ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა. ნაწილს თქვენიანებისას საკუთარი სახლებიდან აძევებდით და მათ წინააღმდეგ ცოდვით და მტრობით ერთმანეთს მხარს უბამდით. და თუ ტყვეებად ჩაგივარდებოდნენ (განდევნილნი), გამოსასყიდს იღებდით მათგან, განდევნა მათი ისედაც გეკრძალებოდათ. ნუთუ წიგნის ერთ ნაწილს ირწმუნებთ, მეორე ნაწილს კი უარყოფთ? თქვენგან ვინც იქმს ამას, საზღაური ამისა არ იქნება სხვა, თუ არა დამცირება ამ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს მიეგებათ მწარე სასჯელი. ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
2:85
თარგმანი: რეზო მიქელაძე