სურა 2 ბაყარა, აიათი 75 – 82

  1. أَفَتَطْمَعُونَ أَنْ يُؤْمِنُوا لَكُمْ وَقَدْ كَانَ فَرِيقٌ مِنْهُمْ يَسْمَعُونَ كَلَامَ اللَّهِ ثُمَّ يُحَرِّفُونَهُ مِنْ بَعْدِ مَا عَقَلُوهُ وَهُمْ يَعْلَمُونَ

    ნუთუ გგონიათ, რომ ისინი დაგიჯერებენ თქვენ. უწინ იყო მათში ერთი ჯგუფი, რომელსაც ესმოდა ალლაჰის სიტყვა, ჯერ გაითავისებდნენ და მერე შეგნებულად ამახინჯებდნენ.

    2:75
  2. وَإِذَا لَقُوا الَّذِينَ آمَنُوا قَالُوا آمَنَّا وَإِذَا خَلَا بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ قَالُوا أَتُحَدِّثُونَهُمْ بِمَا فَتَحَ اللَّهُ عَلَيْكُمْ لِيُحَاجُّوكُمْ بِهِ عِنْدَ رَبِّكُمْ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    და როცა ხვდებოდნენ იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ეუბნებოდნენ: ჩვენ ვირწმუნეთ. ხოლო თავისიანებთან როცა განმარტოვდებოდნენ მაშინ ამბობდნენ: ნუთუ მოუყვებით მათ, რაც ალლაჰმა გამცნოთ, რომ მერე თქვენი ნათქვამი მტკიცებულებად გამოიყენონ თქვენი უფლის წინაშე, განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?

    2:76
  3. أَوَلَا يَعْلَمُونَ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ

    ნუთუ არ იციან მათ, რომ ალლაჰმა უწყის ის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ ისინი?

    2:77
  4. وَمِنْهُمْ أُمِّيُّونَ لَا يَعْلَمُونَ الْكِتَابَ إِلَّا أَمَانِيَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَظُنُّونَ

    არიან მათში ისეთებიც, ვინც არც წერა იცის, არც კითხვა, რომელთაც ღვთიური წიგნის (თორასი) არა გაეგებათ რა, გარდა გაგონილისა და მხოლოდ ვარაუდობენ ისინი.

    2:78
  5. فَوَيْلٌ لِلَّذِينَ يَكْتُبُونَ الْكِتَابَ بِأَيْدِيهِمْ ثُمَّ يَقُولُونَ هَٰذَا مِنْ عِنْدِ اللَّهِ لِيَشْتَرُوا بِهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۖ فَوَيْلٌ لَهُمْ مِمَّا كَتَبَتْ أَيْدِيهِمْ وَوَيْلٌ لَهُمْ مِمَّا يَكْسِبُونَ

    ვაი მათ, რომელნიც წიგნს, მცირე ფასად რომ გაყიდონ, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: ეს ალლაჰისგანააო! და ვაი იმათ იმისათვის, რაც წერეს მათმა ხელებმა! და ვაი (იმ სასჯელ), რასაც მათი ხელები მოიხვეჭენ ამისათვის!

    2:79
  6. وَقَالُوا لَنْ تَمَسَّنَا النَّارُ إِلَّا أَيَّامًا مَعْدُودَةً ۚ قُلْ أَتَّخَذْتُمْ عِنْدَ اللَّهِ عَهْدًا فَلَنْ يُخْلِفَ اللَّهُ عَهْدَهُ ۖ أَمْ تَقُولُونَ عَلَى اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ

    და მათ თქვეს: ჩვენ არ შეგვეხება ცეცხლი, თუ არა რამდენსამე დღეს. უთხარი: თქვენ რა, აღთქმა აიღეთ ალლაჰისგან? თუკი ასეა, ალლაჰი არასდროს შეცვლის თავის აღთქმას. თუ იმას ამბობთ ალლაჰზე, რაც თქვენ არ იცით?

    2:80
  7. بَلَىٰ مَنْ كَسَبَ سَيِّئَةً وَأَحَاطَتْ بِهِ خَطِيئَتُهُ فَأُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    სულაც არა! ვისაც ავი საქმე მოუხვეჭავთ და თავიანთი ცოდვა გარშემოურტყამთ, აი ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ.

    2:81
  8. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აი ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ.

    2:82

თარგმანი: რეზო მიქელაძე