სურა 2 ბაყარა, აიათი 72 – 74
-
وَإِذْ قَتَلْتُمْ نَفْسًا فَادَّارَأْتُمْ فِيهَا ۖ وَاللَّهُ مُخْرِجٌ مَا كُنْتُمْ تَكْتُمُونَ
აკი, მოკალით თქვენ ერთი კაცი და მერე მას ერთმანეთს აბრალებდით. ალლაჰმა კი ცხადჰყო ის, რასაც თქვენ მალავდით.
2:72 -
فَقُلْنَا اضْرِبُوهُ بِبَعْضِهَا ۚ كَذَٰلِكَ يُحْيِي اللَّهُ الْمَوْتَىٰ وَيُرِيكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
ამიტომაც ვთქვით ჩვენ: დაჰკარით მას ძროხის რაიმე ნაწილი! ასე გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს და გაჩვენებთ თქვენ აიათებს თავისას, ეგების მოუხმოთ გონებას!
2:73 -
ثُمَّ قَسَتْ قُلُوبُكُمْ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ فَهِيَ كَالْحِجَارَةِ أَوْ أَشَدُّ قَسْوَةً ۚ وَإِنَّ مِنَ الْحِجَارَةِ لَمَا يَتَفَجَّرُ مِنْهُ الْأَنْهَارُ ۚ وَإِنَّ مِنْهَا لَمَا يَشَّقَّقُ فَيَخْرُجُ مِنْهُ الْمَاءُ ۚ وَإِنَّ مِنْهَا لَمَا يَهْبِطُ مِنْ خَشْيَةِ اللَّهِ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ
ამის მერე (აი, ამ საოცრების შემდეგ) გული გაგისასტიკდათ: ქვასავით გაგიხდათ ან უფრო სასტიკი. თუმცა არის იმგვარი ქვებიც, რომლიდანაც ნაკადული ამოდის. უეჭველად, არის იმგვარიც, რომ იპობიან და იქიდან წყალი გადმოდის, უეჭველად, მათ შორის არის ისეთი, რომ ალლაჰის შიშით პირქვე ემხობა, ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ.
2:74
თარგმანი: რეზო მიქელაძე