სურა 2 ბაყარა, აიათი 67 – 73
-
وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ إِنَّ اللَّهَ يَأْمُرُكُمْ أَنْ تَذْبَحُوا بَقَرَةً ۖ قَالُوا أَتَتَّخِذُنَا هُزُوًا ۖ قَالَ أَعُوذُ بِاللَّهِ أَنْ أَكُونَ مِنَ الْجَاهِلِينَ
როცა მუსამ უთხრა თავის ხალხს: უეჭველად, ალლაჰმა გიბრძანათ თქვენ ძროხა (ფური) დაკლათ (შესწიროთ), მათ უპასუხეს: განა მასხრად გვიგდებ? მაშინ თქვა (მუსამ): დამიფაროს ალლაჰმა, თუ ვიყო უვიცთაგანი!
2:67 -
قَالُوا ادْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّنْ لَنَا مَا هِيَ ۚ قَالَ إِنَّهُ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ لَا فَارِضٌ وَلَا بِكْرٌ عَوَانٌ بَيْنَ ذَٰلِكَ ۖ فَافْعَلُوا مَا تُؤْمَرُونَ
უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ აგვიხსნას როგორია ის. მუსამ მიუგო: უეჭველად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: „ის ძროხაა, არც ბეხრეკი, და არც უშობელა, ამათ შორის საშუალო. გააკეთეთ ის, რაც გებრძანათ!“
2:68 -
قَالُوا ادْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّنْ لَنَا مَا لَوْنُهَا ۚ قَالَ إِنَّهُ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ صَفْرَاءُ فَاقِعٌ لَوْنُهَا تَسُرُّ النَّاظِرِينَ
უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, აგვიხსნას რა ფერისაა ის. მუსამ მიუგო: უეჭველად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: „იგია ძროხა ყვითელი, ხასხასა ფერის, თვალს უხარებს მნახველთ.“
2:69 -
قَالُوا ادْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّنْ لَنَا مَا هِيَ إِنَّ الْبَقَرَ تَشَابَهَ عَلَيْنَا وَإِنَّا إِنْ شَاءَ اللَّهُ لَمُهْتَدُونَ
უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ აგვიღწეროს როგორია ის. დიახაც, რომ ჩვენთვის ის ძროხა მგვანია სხვა დანარჩენის, და თუ ალლაჰი ინებებს, უეჭველად, ჩვენ ვეზიარებით ჭეშმარიტებას.
2:70 -
قَالَ إِنَّهُ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ لَا ذَلُولٌ تُثِيرُ الْأَرْضَ وَلَا تَسْقِي الْحَرْثَ مُسَلَّمَةٌ لَا شِيَةَ فِيهَا ۚ قَالُوا الْآنَ جِئْتَ بِالْحَقِّ ۚ فَذَبَحُوهَا وَمَا كَادُوا يَفْعَلُونَ
თქვა მუსამ: უეჭველად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: ის არის ძროხა უღელდაუდგმელი, არც მიწას ხნავს და არც ნათესსა რწყავს, უვნებლად შენახული, ზედ ერთი ნიშანიც კი არ აქვს. უთხრეს: ახლა კი მოხვედი სიმართლითურთ (ნამდვილად აღგვიწერე). შემდეგ დაკლეს იგი, თუმცაღა (ამის) გაკეთება არ სურდათ.
2:71 -
وَإِذْ قَتَلْتُمْ نَفْسًا فَادَّارَأْتُمْ فِيهَا ۖ وَاللَّهُ مُخْرِجٌ مَا كُنْتُمْ تَكْتُمُونَ
აკი, მოკალით თქვენ ერთი კაცი და მერე მას ერთმანეთს აბრალებდით. ალლაჰმა კი ცხადჰყო ის, რასაც თქვენ მალავდით.
2:72 -
فَقُلْنَا اضْرِبُوهُ بِبَعْضِهَا ۚ كَذَٰلِكَ يُحْيِي اللَّهُ الْمَوْتَىٰ وَيُرِيكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
ამიტომაც ვთქვით ჩვენ: დაჰკარით მას ძროხის რაიმე ნაწილი! ასე გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს და გაჩვენებთ თქვენ აიათებს თავისას, ეგების მოუხმოთ გონებას!
2:73
თარგმანი: რეზო მიქელაძე