სურა 2 ბაყარა, აიათი 63 – 66

  1. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَاقَكُمْ وَرَفَعْنَا فَوْقَكُمُ الطُّورَ خُذُوا مَا آتَيْنَاكُمْ بِقُوَّةٍ وَاذْكُرُوا مَا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

    (ჰეი, ისრაილის ძენო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტურის, სინას მთა) აღვმართეთ თქვენ ზემოთ. გეჭიროთ მყარად რაც გიბოძეთ, და გახსოვდეთ, რაც მასშია. მაშინ ეგების გეშინოდეთ თქვენ (ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან)!

    2:63
  2. ثُمَّ تَوَلَّيْتُمْ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ ۖ فَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُ لَكُنْتُمْ مِنَ الْخَاسِرِينَ

    მერე პირი იბრუნეთ (აღთქმა დაარღვიეთ) ხელმეორედ, და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და წყალობა მისი, უეჭველად, იქნებოდით წაგებულთაგან.

    2:64
  3. وَلَقَدْ عَلِمْتُمُ الَّذِينَ اعْتَدَوْا مِنْكُمْ فِي السَّبْتِ فَقُلْنَا لَهُمْ كُونُوا قِرَدَةً خَاسِئِينَ

    უეჭველად, იცით იმათ შესახებ, ვინც შაბათი გატეხა თქვენგან. მაშინ ვუთხარით მათ: „იქეცით საზიზღარ მაიმუნებად!“

    2:65
  4. فَجَعَلْنَاهَا نَكَالًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهَا وَمَا خَلْفَهَا وَمَوْعِظَةً لِلْمُتَّقِينَ

    ჩვენ ვქმენით ეს თვალსაჩინოებად თანამედროვეთათვის და მომავალი თაობებისთვის, და შეგონებად ღვთისმოშიშთათვის.

    2:66

თარგმანი: რეზო მიქელაძე