სურა 2 ბაყარა, აიათი 53 – 56

  1. وَإِذْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ وَالْفُرْقَانَ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ

    ოდესღაც ვუბოძეთ მუსას ღვთიური წიგნი და ფურყანი, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.

    2:53
  2. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ يَا قَوْمِ إِنَّكُمْ ظَلَمْتُمْ أَنْفُسَكُمْ بِاتِّخَاذِكُمُ الْعِجْلَ فَتُوبُوا إِلَىٰ بَارِئِكُمْ فَاقْتُلُوا أَنْفُسَكُمْ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ عِنْدَ بَارِئِكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    აკი, მუსამ მიმართა თავის ხალხს: ხალხო ჩემო! თქვენ თვითონ მოექეცით თქვენს თავს უსამართლოდ, ხბო გაიღმერთეთ. ამიტომ უმალვე მოინანიეთ თქვენი გამჩენის წინაშე და ამის გამო (ამ ჩადენილი დანაშაულის გამო) თავი მოიკალით. თქვენთვისვე ჯობია ასე, თქვენი გამჩენის წინაშე. მან მოგიტევათ თქვენ. სწორედ, რომ იგია შემნდობელი, მწყალობელი!

    2:54
  3. وَإِذْ قُلْتُمْ يَا مُوسَىٰ لَنْ نُؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى اللَّهَ جَهْرَةً فَأَخَذَتْكُمُ الصَّاعِقَةُ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ

    და როცა უთხარით თქვენ: ჰეი მუსა, ვერა და ვერ დაგიჯერებთ, სანამ არ ვნახავთ ალლაჰს ცხადად, მაშინ ელვა გეკვეთათ თქვენ და (მას) უმზერდით.

    2:55
  4. ثُمَّ بَعَثْنَاكُمْ مِنْ بَعْدِ مَوْتِكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

    მერე გაგაცოცხლეთ სიკვდილის შემდგომ, ეგებ მადლიერნი იქნებოდით!

    2:56

თარგმანი: რეზო მიქელაძე