სურა 2 ბაყარა, აიათი 47 – 50

  1. يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اذْكُرُوا نِعْمَتِيَ الَّتِي أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَنِّي فَضَّلْتُكُمْ عَلَى الْعَالَمِينَ

    ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ წყალობა ჩემი, რომელიც გავიღე თქვენდა და უეჭველად, (ერთ დროს) გყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა.

    2:47
  2. وَاتَّقُوا يَوْمًا لَا تَجْزِي نَفْسٌ عَنْ نَفْسٍ شَيْئًا وَلَا يُقْبَلُ مِنْهَا شَفَاعَةٌ وَلَا يُؤْخَذُ مِنْهَا عَدْلٌ وَلَا هُمْ يُنْصَرُونَ

    და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს (სხვის მაგივრად) ვერაფერს გადაუხდის. და არ იქნება მიღებული (ღვთის წინაშე) შუამდგომლობა (სხვისი), და არც არავისგან აიღება გამოსასყიდი. და არც იქნება შეწევნა მათი.

    2:48
  3. وَإِذْ نَجَّيْنَاكُمْ مِنْ آلِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوءَ الْعَذَابِ يُذَبِّحُونَ أَبْنَاءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَاءَكُمْ ۚ وَفِي ذَٰلِكُمْ بَلَاءٌ مِنْ رَبِّكُمْ عَظِيمٌ

    აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, როდესაც გაწევდნენ თქვენ საშინელ სასჯელს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. მასში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი უფლისგან!

    2:49
  4. وَإِذْ فَرَقْنَا بِكُمُ الْبَحْرَ فَأَنْجَيْنَاكُمْ وَأَغْرَقْنَا آلَ فِرْعَوْنَ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ

    აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უცქერდით (ყოველივე ამას).

    2:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე