სურა 2 ბაყარა, აიათი 43 – 46

  1. وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَارْكَعُوا مَعَ الرَّاكِعِينَ

    და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მუხლი მოიყარეთ მუხლმოდრეკილებთან ერთად.

    2:43
  2. أَتَأْمُرُونَ النَّاسَ بِالْبِرِّ وَتَنْسَوْنَ أَنْفُسَكُمْ وَأَنْتُمْ تَتْلُونَ الْكِتَابَ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    ნუთუ ხალხს სიკეთეს შეაგონებთ და თქვენი თავი გავიწყდებათ? განა არ მოუხმობთ გონებას, როცა თქვენ ხართ მკითხველნი (კითხულობთ) ღვთიური წიგნის (თორასი)?

    2:44
  3. وَاسْتَعِينُوا بِالصَّبْرِ وَالصَّلَاةِ ۚ وَإِنَّهَا لَكَبِيرَةٌ إِلَّا عَلَى الْخَاشِعِينَ

    ლოცვითა და მოთმინებით ითხოვეთ შეწევნა (ღმერთისგან). უთუოდ, ძნიადია იგი, თვინიერ მოკრძალებულნისა.

    2:45
  4. الَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُمْ مُلَاقُو رَبِّهِمْ وَأَنَّهُمْ إِلَيْهِ رَاجِعُونَ

    მათ, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ წარსდგენა თავიანთი უფლის წინაშე, უეჭველად, მასთან იქნებიან მიქცეულნი.

    2:46

თარგმანი: რეზო მიქელაძე