სურა 2 ბაყარა, აიათი 40 – 46
-
يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اذْكُرُوا نِعْمَتِيَ الَّتِي أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَوْفُوا بِعَهْدِي أُوفِ بِعَهْدِكُمْ وَإِيَّايَ فَارْهَبُونِ
ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც თქვენზე გავიღე და შეასრულეთ ჩემი აღთქმა, მაშინ მეც შეგისრულებ თქვენს აღთქმას, და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.
2:40 -
وَآمِنُوا بِمَا أَنْزَلْتُ مُصَدِّقًا لِمَا مَعَكُمْ وَلَا تَكُونُوا أَوَّلَ كَافِرٍ بِهِ ۖ وَلَا تَشْتَرُوا بِآيَاتِي ثَمَنًا قَلِيلًا وَإِيَّايَ فَاتَّقُونِ
და იწამეთ ის, რაც მოვავლინე (ყურანი) მე იმის დასტურად, რაცა გაქვთ (თორა) თქვენ. და პირველნი ნუ უარყობთ მას, ჩემი აიათები მცირე რამ ფასეულობად არ გაყიდოთ და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.
2:41 -
وَلَا تَلْبِسُوا الْحَقَّ بِالْبَاطِلِ وَتَكْتُمُوا الْحَقَّ وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ
და არ მოასხათ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსი, და არ დამალოთ ჭეშმარიტება, რამეთუ თქვენ უწყით.
2:42 -
وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَارْكَعُوا مَعَ الرَّاكِعِينَ
და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მუხლი მოიყარეთ მუხლმოდრეკილებთან ერთად.
2:43 -
أَتَأْمُرُونَ النَّاسَ بِالْبِرِّ وَتَنْسَوْنَ أَنْفُسَكُمْ وَأَنْتُمْ تَتْلُونَ الْكِتَابَ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ
ნუთუ ხალხს სიკეთეს შეაგონებთ და თქვენი თავი გავიწყდებათ? განა არ მოუხმობთ გონებას, როცა თქვენ ხართ მკითხველნი (კითხულობთ) ღვთიური წიგნის (თორასი)?
2:44 -
وَاسْتَعِينُوا بِالصَّبْرِ وَالصَّلَاةِ ۚ وَإِنَّهَا لَكَبِيرَةٌ إِلَّا عَلَى الْخَاشِعِينَ
ლოცვითა და მოთმინებით ითხოვეთ შეწევნა (ღმერთისგან). უთუოდ, ძნიადია იგი, თვინიერ მოკრძალებულნისა.
2:45 -
الَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُمْ مُلَاقُو رَبِّهِمْ وَأَنَّهُمْ إِلَيْهِ رَاجِعُونَ
მათ, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ წარსდგენა თავიანთი უფლის წინაშე, უეჭველად, მასთან იქნებიან მიქცეულნი.
2:46
თარგმანი: რეზო მიქელაძე