სურა 2 ბაყარა, აიათი 35 – 39
-
وَقُلْنَا يَا آدَمُ اسْكُنْ أَنْتَ وَزَوْجُكَ الْجَنَّةَ وَكُلَا مِنْهَا رَغَدًا حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَٰذِهِ الشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ الظَّالِمِينَ
ჩვენ ვუთხარით: ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ, რომ არ გახდეთ უსამართლონი (თორემ ცოდვილნი გახდებით).
2:35 -
فَأَزَلَّهُمَا الشَّيْطَانُ عَنْهَا فَأَخْرَجَهُمَا مِمَّا كَانَا فِيهِ ۖ وَقُلْنَا اهْبِطُوا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ ۖ وَلَكُمْ فِي الْأَرْضِ مُسْتَقَرٌّ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ
ეშმაკმა ფეხი დააცდენინა (ორივეს) და გამოყარა იქიდან, სადაც იყვნენ. და ჩვენ ვუბრძანეთ: დაეშვით (დედამიწაზე), მტრებად მოქცეულნი ერთმანეთისთვის! თქვენი ადგილი მიწაზეა, დროებითი საცხოვრებლით და სარჩო-საბადებელით.
2:36 -
فَتَلَقَّىٰ آدَمُ مِنْ رَبِّهِ كَلِمَاتٍ فَتَابَ عَلَيْهِ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
შემდეგ შეისწავლა ადამმა თავისი ღმერთისგან სიტყვები, ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა, უეჭველად ის, სწორედ იგია შემნდობი და მწყალობელი.
2:37 -
قُلْنَا اهْبِطُوا مِنْهَا جَمِيعًا ۖ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ مِنِّي هُدًى فَمَنْ تَبِعَ هُدَايَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჩვენ ვუთხარით: აქედან ყველა ერთად (დაბლა) დაეშვით! უთუოდ მოგევლინებათ ჩემგან გზა ჭეშმარიტი. მაშ, ვინც გაჰყვეს ჩემს გზას ჭეშმარიტს, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი.
2:38 -
وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და რომელთაც უარყვეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ცეცხლის ბინადარნი არიან ეგენი, იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი.
2:39
თარგმანი: რეზო მიქელაძე