სურა 2 ბაყარა, აიათი 267 – 273

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَنْفِقُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا كَسَبْتُمْ وَمِمَّا أَخْرَجْنَا لَكُمْ مِنَ الْأَرْضِ ۖ وَلَا تَيَمَّمُوا الْخَبِيثَ مِنْهُ تُنْفِقُونَ وَلَسْتُمْ بِآخِذِيهِ إِلَّا أَنْ تُغْمِضُوا فِيهِ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَنِيٌّ حَمِيدٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაეცით იმ საუკეთესოთაგან, რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის. და არ განიზრახოთ მისგან ყველაზე ცუდი გასაცემად, რისი ამღებიც არ იქნებოდით თქვენ, გარდა თვალმოხუჭვისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

    2:267
  2. الشَّيْطَانُ يَعِدُكُمُ الْفَقْرَ وَيَأْمُرُكُمْ بِالْفَحْشَاءِ ۖ وَاللَّهُ يَعِدُكُمْ مَغْفِرَةً مِنْهُ وَفَضْلًا ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    ეშმაკი სიღატაკეს გპირდებათ და სიგლახეს გიბრძანებთ თქვენ. ხოლო ალლაჰი თავის მიტევებასა და წყალობას გპირდებათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!

    2:268
  3. يُؤْتِي الْحِكْمَةَ مَنْ يَشَاءُ ۚ وَمَنْ يُؤْتَ الْحِكْمَةَ فَقَدْ أُوتِيَ خَيْرًا كَثِيرًا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّا أُولُو الْأَلْبَابِ

    (ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ინებებს ვისაც. ხოლო ვისაც სიბრძნე მიეცა, უთუოდ, დაჯილდოვდა იგი უხვი სიკეთით. და ვერ ჩაწვდება ამას, თვინიერ გონიერისა.

    2:269
  4. وَمَا أَنْفَقْتُمْ مِنْ نَفَقَةٍ أَوْ نَذَرْتُمْ مِنْ نَذْرٍ فَإِنَّ اللَّهَ يَعْلَمُهُ ۗ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ أَنْصَارٍ

    და რა მოწყალებაც არ უნდა გაიღოთ ან რა აღთქმაც არ უნდა დადოთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას. და შემწენი არა ჰყავთ ცოდვილებს!

    2:270
  5. إِنْ تُبْدُوا الصَّدَقَاتِ فَنِعِمَّا هِيَ ۖ وَإِنْ تُخْفُوهَا وَتُؤْتُوهَا الْفُقَرَاءَ فَهُوَ خَيْرٌ لَكُمْ ۚ وَيُكَفِّرُ عَنْكُمْ مِنْ سَيِّئَاتِكُمْ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    თუ აშკარად გაიღებთ თქვენსა მოწყალებანსა, კარგია ეს. ხოლო თუ ფარულად გაიღებთ მას და მიაგებთ გლახაკებს, უკეთესია ეს თქვენთვის და (ალლაჰი) დაფარავს თქვენ ჩადენილ ცოდვათაგან ნაწილს. და ალლაჰმა უწყის ის, რასაც სჩადიხართ.

    2:271
  6. لَيْسَ عَلَيْكَ هُدَاهُمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۗ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ خَيْرٍ فَلِأَنْفُسِكُمْ ۚ وَمَا تُنْفِقُونَ إِلَّا ابْتِغَاءَ وَجْهِ اللَّهِ ۚ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ خَيْرٍ يُوَفَّ إِلَيْكُمْ وَأَنْتُمْ لَا تُظْلَمُونَ

    (მუჰამმედ) არაა შენი ვალი მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი ადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. რა სიკეთესაც გაიღებთ, ეგ მხოლოდ თქვენთვისვეა უკეთესი. თქვენ ხომ ისედაც არ გაიღებთ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილი. რა სიკეთესაც გაიღებთ, სრულადვე დაგიბრუნდებათ და თქვენ არ დაიჩაგრებით!

    2:272
  7. لِلْفُقَرَاءِ الَّذِينَ أُحْصِرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ لَا يَسْتَطِيعُونَ ضَرْبًا فِي الْأَرْضِ يَحْسَبُهُمُ الْجَاهِلُ أَغْنِيَاءَ مِنَ التَّعَفُّفِ تَعْرِفُهُمْ بِسِيمَاهُمْ لَا يَسْأَلُونَ النَّاسَ إِلْحَافًا ۗ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ

    ღარიბთათვისაა, რომელთაც თავი მიუძღვნეს ალლაჰის გზას და არ შეუძლიათ შემოიარონ დედამიწა. უვიცთ მდიდარნი ჰგონიათ ისინი მათი თავმდაბლობიდან გამომდინარე, შენ გამოიცნობ მათ მათივე სახეებიდან, მოწყალებას არ სთხოვენ ხალხს დაჟინებით. და რა სიკეთესაც გაიღებთ, უეჭველად, იცის ის ალლაჰმა.

    2:273

თარგმანი: რეზო მიქელაძე