სურა 2 ბაყარა, აიათი 258 – 260

  1. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِي حَاجَّ إِبْرَاهِيمَ فِي رَبِّهِ أَنْ آتَاهُ اللَّهُ الْمُلْكَ إِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّيَ الَّذِي يُحْيِي وَيُمِيتُ قَالَ أَنَا أُحْيِي وَأُمِيتُ ۖ قَالَ إِبْرَاهِيمُ فَإِنَّ اللَّهَ يَأْتِي بِالشَّمْسِ مِنَ الْمَشْرِقِ فَأْتِ بِهَا مِنَ الْمَغْرِبِ فَبُهِتَ الَّذِي كَفَرَ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ

    განა არ გინახავს, ვინც იბრაჰიმს ედავებოდა მისი ღმერთის გამო, რომელმაც მას (ნემრუდს) ხელმწიფება უბოძა? აი, უთხრა იბრაჰიმმა: ჩემი ღმერთი ისაა, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს! თქვა (ნემრუდმა): მეც ვაცოცხლებ და ვკლავ! იბრაჰიმმა უთხრა: უეჭველად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, მაშ, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე! მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!

    2:258
  2. أَوْ كَالَّذِي مَرَّ عَلَىٰ قَرْيَةٍ وَهِيَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا قَالَ أَنَّىٰ يُحْيِي هَٰذِهِ اللَّهُ بَعْدَ مَوْتِهَا ۖ فَأَمَاتَهُ اللَّهُ مِائَةَ عَامٍ ثُمَّ بَعَثَهُ ۖ قَالَ كَمْ لَبِثْتَ ۖ قَالَ لَبِثْتُ يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍ ۖ قَالَ بَلْ لَبِثْتَ مِائَةَ عَامٍ فَانْظُرْ إِلَىٰ طَعَامِكَ وَشَرَابِكَ لَمْ يَتَسَنَّهْ ۖ وَانْظُرْ إِلَىٰ حِمَارِكَ وَلِنَجْعَلَكَ آيَةً لِلنَّاسِ ۖ وَانْظُرْ إِلَى الْعِظَامِ كَيْفَ نُنْشِزُهَا ثُمَّ نَكْسُوهَا لَحْمًا ۚ فَلَمَّا تَبَيَّنَ لَهُ قَالَ أَعْلَمُ أَنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ან მსგავსად მისა, ვინც დასახლებას ჩაუარა, რომელიც დაქცეული, მიწასთან გასწორებული იყო, თქვა: როგორ აღადგენს ამას ალლაჰი, მას მერე რაც ის დაქცეულა? და მოაკვდინა კაცი ალლაჰმა ასი წლით, მერე გააცოცხლა იგი. შეეკითხა: რამდენ ხანს დაჰყავი? მიუგო (კაცმა): დავჰყავი დღე ან ნაწილი დღისა? მიუგო: „არამც და არამც! ასი წელი დაჰყავი! შეხედე შენს საჭმელ–სასმელს, არ გაფუჭებულა. და შეხედე შენს ვირს, რათა გქმნათ შენ სასწაულად ხალხისთვის, და შეხედე ძვლებს, როგორ შევაერთებთ და შევასხამთ ხორცს“. და როცა ნათელი გახდა მისთვის, თქვა: უკვე ვუწყი, რომ ალლაჰს ძალუძს ყოველივე!

    2:259
  3. وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ أَرِنِي كَيْفَ تُحْيِي الْمَوْتَىٰ ۖ قَالَ أَوَلَمْ تُؤْمِنْ ۖ قَالَ بَلَىٰ وَلَٰكِنْ لِيَطْمَئِنَّ قَلْبِي ۖ قَالَ فَخُذْ أَرْبَعَةً مِنَ الطَّيْرِ فَصُرْهُنَّ إِلَيْكَ ثُمَّ اجْعَلْ عَلَىٰ كُلِّ جَبَلٍ مِنْهُنَّ جُزْءًا ثُمَّ ادْعُهُنَّ يَأْتِينَكَ سَعْيًا ۚ وَاعْلَمْ أَنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    და როცა შეევედრა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს, ბრძანა (ალლაჰმა): ნუთუ არ გწამს? მიუგო (იბრაჰიმმა): პირიქით, ოღონდ დასაშოშმინებლად გულისა ჩემისა. უთხრა: მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ. და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

    2:260

თარგმანი: რეზო მიქელაძე