სურა 2 ბაყარა, აიათი 256 – 257

  1. لَا إِكْرَاهَ فِي الدِّينِ ۖ قَدْ تَبَيَّنَ الرُّشْدُ مِنَ الْغَيِّ ۚ فَمَنْ يَكْفُرْ بِالطَّاغُوتِ وَيُؤْمِنْ بِاللَّهِ فَقَدِ اسْتَمْسَكَ بِالْعُرْوَةِ الْوُثْقَىٰ لَا انْفِصَامَ لَهَا ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

    2:256
  2. اللَّهُ وَلِيُّ الَّذِينَ آمَنُوا يُخْرِجُهُمْ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ ۖ وَالَّذِينَ كَفَرُوا أَوْلِيَاؤُهُمُ الطَّاغُوتُ يُخْرِجُونَهُمْ مِنَ النُّورِ إِلَى الظُّلُمَاتِ ۗ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    ალლაჰი მფარველია (მეგობარია) მათი, რომელთაც იწამეს. ისინი გამოჰყავს მას (ალლაჰს) სიბნელიდან სინათლეში. და რომელთაც უარყვეს მათი მფარველნი (მეგობარნი), ტაღუთია (ეშმაკია), რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში. აი, ეგენი არიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) მკვიდრნი, ისინი იქ დარჩებიან სამუდამოდ.

    2:257

თარგმანი: რეზო მიქელაძე