სურა 2 ბაყარა, აიათი 247 – 249

  1. وَقَالَ لَهُمْ نَبِيُّهُمْ إِنَّ اللَّهَ قَدْ بَعَثَ لَكُمْ طَالُوتَ مَلِكًا ۚ قَالُوا أَنَّىٰ يَكُونُ لَهُ الْمُلْكُ عَلَيْنَا وَنَحْنُ أَحَقُّ بِالْمُلْكِ مِنْهُ وَلَمْ يُؤْتَ سَعَةً مِنَ الْمَالِ ۚ قَالَ إِنَّ اللَّهَ اصْطَفَاهُ عَلَيْكُمْ وَزَادَهُ بَسْطَةً فِي الْعِلْمِ وَالْجِسْمِ ۖ وَاللَّهُ يُؤْتِي مُلْكَهُ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    და უთხრა თავიანთმა შუამავალმა მათ: უეჭველად, ალლაჰმა ტალუთი გაახლათ თქვენზე მეფედ. თქვეს: როგორ შეიძლება მისი ხელმწიფობა ჩვენზე, როცა ჩვენ უფრო მეტი მეუფეობის ღირსნი ვართ და თან იგი არც სიმდიდრეს ფლობს. მიუგო მან: უეჭველად, ალლაჰმა ის გამოარჩია თქვენზე და უპირატესჰყო ცოდნითა (უბოძა ცოდნა) და ფიზიკურადაც (მიანიჭა ძალაუფლება), ალლაჰი უბოძებს ხელმწიფებას, ინებებს ვისაც. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.

    2:247
  2. وَقَالَ لَهُمْ نَبِيُّهُمْ إِنَّ آيَةَ مُلْكِهِ أَنْ يَأْتِيَكُمُ التَّابُوتُ فِيهِ سَكِينَةٌ مِنْ رَبِّكُمْ وَبَقِيَّةٌ مِمَّا تَرَكَ آلُ مُوسَىٰ وَآلُ هَارُونَ تَحْمِلُهُ الْمَلَائِكَةُ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    და უთხრა მათ შუამავალმა მათმა: უეჭველად, მისი ხელმწიფების ნიშანი ის არის, რომ მოვა თქვენთან ზანდუკი, რომელშიც იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება თქვენი ღმერთისგან და დარჩენილი მათი, რაც მუსას ოჯახიდან დარჩა და ასევე ჰარუნის ოჯახიდან. ანგელოზები მოატარებენ მას (ხის ზანდუკს). უეჭველად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი!

    2:248
  3. فَلَمَّا فَصَلَ طَالُوتُ بِالْجُنُودِ قَالَ إِنَّ اللَّهَ مُبْتَلِيكُمْ بِنَهَرٍ فَمَنْ شَرِبَ مِنْهُ فَلَيْسَ مِنِّي وَمَنْ لَمْ يَطْعَمْهُ فَإِنَّهُ مِنِّي إِلَّا مَنِ اغْتَرَفَ غُرْفَةً بِيَدِهِ ۚ فَشَرِبُوا مِنْهُ إِلَّا قَلِيلًا مِنْهُمْ ۚ فَلَمَّا جَاوَزَهُ هُوَ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ قَالُوا لَا طَاقَةَ لَنَا الْيَوْمَ بِجَالُوتَ وَجُنُودِهِ ۚ قَالَ الَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُمْ مُلَاقُو اللَّهِ كَمْ مِنْ فِئَةٍ قَلِيلَةٍ غَلَبَتْ فِئَةً كَثِيرَةً بِإِذْنِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ مَعَ الصَّابِرِينَ

    როდესაც გაემართა ტალუთი ჯარითურთ, უთხრა: უეჭველად, ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით; ვინც დალიოს მისგან, არ არის ჩემიანი, ხოლო ვინც არ დარწყულდეს და მხოლოდ ერთი პეშვი ამოიღოს თავისი ხელით, მაშინ ის, უეჭველად, ჩემიანია. და დალიეს, მცირედის გარდა მათგან. და როცა გადალახეს მდინარე მან და რომელთაც ირწმუნეს, თქვეს: არ შეგვწევს ჩვენ დღეს ძალა ჯალუთზე და მის ჯარზეო; ხოლო თქვეს, რომელთაც სჯეროდა, რომ ალლაჰს შეხვდებოდა: რამდენ მცირე გუნდს უძლევია დიდი გუნდისთვის ალლაჰის ნებით! და ალლაჰი იმათთანაა, რომელნიც მომთმენნი არიან.

    2:249

თარგმანი: რეზო მიქელაძე