სურა 2 ბაყარა, აიათი 224 – 227
-
وَلَا تَجْعَلُوا اللَّهَ عُرْضَةً لِأَيْمَانِكُمْ أَنْ تَبَرُّوا وَتَتَّقُوا وَتُصْلِحُوا بَيْنَ النَّاسِ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
სიკეთის გაკეთების, ცუდისგან განდგომის და ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსწორებისათვის ზღუდედ არ ჰქმნათ ალლაჰი თქვენი ფიცისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
2:224 -
لَا يُؤَاخِذُكُمُ اللَّهُ بِاللَّغْوِ فِي أَيْمَانِكُمْ وَلَٰكِنْ يُؤَاخِذُكُمْ بِمَا كَسَبَتْ قُلُوبُكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌ
ალლაჰი არ დაგსჯის თქვენ ფიცისთვის, რომელიც განზრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!
2:225 -
لِلَّذِينَ يُؤْلُونَ مِنْ نِسَائِهِمْ تَرَبُّصُ أَرْبَعَةِ أَشْهُرٍ ۖ فَإِنْ فَاءُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
რომელნიც დაიფიცებენ არ გაკარებას თავიანთ ცოლებთან, თავშეკავებაა (ლოდინია) მათთვის ოთხი თვე, მაგრამ თუკი ამ ვადაში უკუმოიქცევიან, უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
2:226 -
وَإِنْ عَزَمُوا الطَّلَاقَ فَإِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ
და თუ გაყრას გადაწყვეტენ, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
2:227
თარგმანი: რეზო მიქელაძე