სურა 2 ბაყარა, აიათი 222 – 228
-
وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْمَحِيضِ ۖ قُلْ هُوَ أَذًى فَاعْتَزِلُوا النِّسَاءَ فِي الْمَحِيضِ ۖ وَلَا تَقْرَبُوهُنَّ حَتَّىٰ يَطْهُرْنَ ۖ فَإِذَا تَطَهَّرْنَ فَأْتُوهُنَّ مِنْ حَيْثُ أَمَرَكُمُ اللَّهُ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ التَّوَّابِينَ وَيُحِبُّ الْمُتَطَهِّرِينَ
ისინი გეკითხებიან ქალთა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უპასუხე შენ: ეს სატკივარია. განერიდეთ ქალებს მენსტრუაციის დროს და არ გაეკაროთ მათ, სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები!
2:222 -
نِسَاؤُكُمْ حَرْثٌ لَكُمْ فَأْتُوا حَرْثَكُمْ أَنَّىٰ شِئْتُمْ ۖ وَقَدِّمُوا لِأَنْفُسِكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّكُمْ مُلَاقُوهُ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ
თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი. შედით თქვენს ყანაში, როგორც გენებოთ და საკუთარი თავისთვის წარიმძღვარეთ; და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარეთ მორწმუნეთ!
2:223 -
وَلَا تَجْعَلُوا اللَّهَ عُرْضَةً لِأَيْمَانِكُمْ أَنْ تَبَرُّوا وَتَتَّقُوا وَتُصْلِحُوا بَيْنَ النَّاسِ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
სიკეთის გაკეთების, ცუდისგან განდგომის და ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსწორებისათვის ზღუდედ არ ჰქმნათ ალლაჰი თქვენი ფიცისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
2:224 -
لَا يُؤَاخِذُكُمُ اللَّهُ بِاللَّغْوِ فِي أَيْمَانِكُمْ وَلَٰكِنْ يُؤَاخِذُكُمْ بِمَا كَسَبَتْ قُلُوبُكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌ
ალლაჰი არ დაგსჯის თქვენ ფიცისთვის, რომელიც განზრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!
2:225 -
لِلَّذِينَ يُؤْلُونَ مِنْ نِسَائِهِمْ تَرَبُّصُ أَرْبَعَةِ أَشْهُرٍ ۖ فَإِنْ فَاءُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
რომელნიც დაიფიცებენ არ გაკარებას თავიანთ ცოლებთან, თავშეკავებაა (ლოდინია) მათთვის ოთხი თვე, მაგრამ თუკი ამ ვადაში უკუმოიქცევიან, უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
2:226 -
وَإِنْ عَزَمُوا الطَّلَاقَ فَإِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ
და თუ გაყრას გადაწყვეტენ, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
2:227 -
وَالْمُطَلَّقَاتُ يَتَرَبَّصْنَ بِأَنْفُسِهِنَّ ثَلَاثَةَ قُرُوءٍ ۚ وَلَا يَحِلُّ لَهُنَّ أَنْ يَكْتُمْنَ مَا خَلَقَ اللَّهُ فِي أَرْحَامِهِنَّ إِنْ كُنَّ يُؤْمِنَّ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۚ وَبُعُولَتُهُنَّ أَحَقُّ بِرَدِّهِنَّ فِي ذَٰلِكَ إِنْ أَرَادُوا إِصْلَاحًا ۚ وَلَهُنَّ مِثْلُ الَّذِي عَلَيْهِنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ وَلِلرِّجَالِ عَلَيْهِنَّ دَرَجَةٌ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
გაცილებული ქალები თავს იკავებენ (ხელმეორედ დასაქორწინებლად) სამ ქალთა წესს. თუ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ნება არ აქვთ დამალონ, რაც ალლაჰმა გაუჩინა მათ საშვილოსნოებში. ხოლო მათი ქმრები უფრო ღირსეული არიან ამ დროს დაიბრუნონ ისინი, თუკი სურთ შერიგება. და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
2:228
თარგმანი: რეზო მიქელაძე