სურა 2 ბაყარა, აიათი 219 – 220

  1. يَسْأَلُونَكَ عَنِ الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ ۖ قُلْ فِيهِمَا إِثْمٌ كَبِيرٌ وَمَنَافِعُ لِلنَّاسِ وَإِثْمُهُمَا أَكْبَرُ مِنْ نَفْعِهِمَا ۗ وَيَسْأَلُونَكَ مَاذَا يُنْفِقُونَ قُلِ الْعَفْوَ ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ لَعَلَّكُمْ تَتَفَكَّرُونَ

    ისინი გეკითხებიან შენ ალკოჰოლური სასმელისა და ყუმარის შესახებ. მიუგე: ორივე დიდი ცოდვაა და სარგებელიც ხალხისთვის, მაგრამ ცოდვა უფრო ჭარბია, ვიდრე სარგებელი. და გეკითხებიან, რა გასცენ. უპასუხე: საჭიროზე ზედმეტი. ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ დაფიქრდეთ

    2:219
  2. فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۗ وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْيَتَامَىٰ ۖ قُلْ إِصْلَاحٌ لَهُمْ خَيْرٌ ۖ وَإِنْ تُخَالِطُوهُمْ فَإِخْوَانُكُمْ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ الْمُفْسِدَ مِنَ الْمُصْلِحِ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَأَعْنَتَكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    სააქაო და საიქიო ცხოვრებაზე! და გეკითხებიან ისინი ობლებზე. უპასუხე შენ: მათზე ზრუნვა კარგია. ხოლო თუ საქმეში შეეზავებით ერთმანეთს, ისინი ძმები არიან თქვენი. ალლაჰი განარჩევს კეთილისმყოფელს ავისმყოფელისგან. და თუ ალლაჰი ინებებს, გასაჭირში ჩაგაგდებთ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    2:220

თარგმანი: რეზო მიქელაძე