სურა 2 ბაყარა, აიათი 217 – 218
-
يَسْأَلُونَكَ عَنِ الشَّهْرِ الْحَرَامِ قِتَالٍ فِيهِ ۖ قُلْ قِتَالٌ فِيهِ كَبِيرٌ ۖ وَصَدٌّ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَكُفْرٌ بِهِ وَالْمَسْجِدِ الْحَرَامِ وَإِخْرَاجُ أَهْلِهِ مِنْهُ أَكْبَرُ عِنْدَ اللَّهِ ۚ وَالْفِتْنَةُ أَكْبَرُ مِنَ الْقَتْلِ ۗ وَلَا يَزَالُونَ يُقَاتِلُونَكُمْ حَتَّىٰ يَرُدُّوكُمْ عَنْ دِينِكُمْ إِنِ اسْتَطَاعُوا ۚ وَمَنْ يَرْتَدِدْ مِنْكُمْ عَنْ دِينِهِ فَيَمُتْ وَهُوَ كَافِرٌ فَأُولَٰئِكَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۖ وَأُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
გეკითხებიან ისინი აკრძალულ თვეში ომის შესახებ, უპასუხე: ბრძოლა აკრძალულ თვეში დიდი ცოდვაა, ალლაჰის გზიდან გადახვევაა, ურწმუნოება მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ, იქ მცხოვრებთა განდევნა კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე, რამეთუ საცდური უარესია, ვიდრე კვლა! ხოლო ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგიყვანებენ თქვენი რწმენიდან, თუკი შეძლებენ ამას. და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
2:217 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَاجَرُوا وَجَاهَدُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أُولَٰئِكَ يَرْجُونَ رَحْمَتَ اللَّهِ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, გადაიხვეწნენ სამშობლოდან და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, აი, ისინი ალლაჰის მოწყალებას იმედოვნებენ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
2:218
თარგმანი: რეზო მიქელაძე