სურა 2 ბაყარა, აიათი 190 – 195

  1. وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ الَّذِينَ يُقَاتِلُونَكُمْ وَلَا تَعْتَدُوا ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْمُعْتَدِينَ

    და ებრძოლეთ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც თქვენ გებრძვიან, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.

    2:190
  2. وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ وَأَخْرِجُوهُمْ مِنْ حَيْثُ أَخْرَجُوكُمْ ۚ وَالْفِتْنَةُ أَشَدُّ مِنَ الْقَتْلِ ۚ وَلَا تُقَاتِلُوهُمْ عِنْدَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ حَتَّىٰ يُقَاتِلُوكُمْ فِيهِ ۖ فَإِنْ قَاتَلُوكُمْ فَاقْتُلُوهُمْ ۗ كَذَٰلِكَ جَزَاءُ الْكَافِرِينَ

    მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდეთ მათ. და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ თვითონ თქვენ გამოგდევნეს. წნეხში ჩაგდება ხოცვა-ჟლეტაზე უარესია. და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომოთ იქ. ხოლო თუ თავს დაგესხმიან თქვენ, მაშინვე მოჰკალით. ასეთია ურწმუნოთა საზღაური.

    2:191
  3. فَإِنِ انْتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    და თუ მათ შეწყვიტეს (რასაც ჩადიოდნენ), უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!

    2:192
  4. وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ لِلَّهِ ۖ فَإِنِ انْتَهَوْا فَلَا عُدْوَانَ إِلَّا عَلَى الظَّالِمِينَ

    და ეომეთ, სანამ არ მოისპობა საცდური (გზასაცდენობა) და არ დამკვიდრდება (გამტკიცდება) სარწმუნოება ალლაჰისა. და თუ შეწყვეტენ (რასაც ჩადიოდნენ), მტრობაც დასრულდეს, თვინიერ დესპოტთა მიმართ.

    2:193
  5. الشَّهْرُ الْحَرَامُ بِالشَّهْرِ الْحَرَامِ وَالْحُرُمَاتُ قِصَاصٌ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ فَاعْتَدُوا عَلَيْهِ بِمِثْلِ مَا اعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَعَ الْمُتَّقِينَ

    აკრძალული თვე, აკრძალული თვის წინაშე და ნაკრძალები სამაგიეროა. ვინც გემტერებათ, თქვენც უმტრეთ, ისე უმტრეთ, როგორც ის გმტრობთ. და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებისკენაა.

    2:194
  6. وَأَنْفِقُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَلَا تُلْقُوا بِأَيْدِيكُمْ إِلَى التَّهْلُكَةِ ۛ وَأَحْسِنُوا ۛ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ

    გაიღეთ ალლაჰის გზაზე, და თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით, და სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელები.

    2:195

თარგმანი: რეზო მიქელაძე