სურა 2 ბაყარა, აიათი 183 – 187
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან.
2:183 -
أَيَّامًا مَعْدُودَاتٍ ۚ فَمَنْ كَانَ مِنْكُمْ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۚ وَعَلَى الَّذِينَ يُطِيقُونَهُ فِدْيَةٌ طَعَامُ مِسْكِينٍ ۖ فَمَنْ تَطَوَّعَ خَيْرًا فَهُوَ خَيْرٌ لَهُ ۚ وَأَنْ تَصُومُوا خَيْرٌ لَكُمْ ۖ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
(მარხვა გევალებათ) განსაზღვრულ დღეებში. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა ან გზაშია, იმარხულოს ამდენივე სხვა დღეებში. ხოლო იმათ, ვისაც შეუძლიათ (მაგრამ ვერ მარხულობენ უკურნებელი სენის ან სიბერის გამო) გამოისყიდონ უპოვრის გამოკვებით (დილის და საღამოს საკვებით). თუ ვინმე საკუთარი სურვილით იქმს სამადლოს (გამოსასყიდ თანხას დაკისრებულზე ზედმეტს ), ეს მისთვისვეა უკეთესი. და რომ იმარხულოთ, ეს თქვენთვისაა უკეთესი, თქვენ რომ იცოდეთ.
2:184 -
شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنْزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَنْ شَهِدَ مِنْكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَنْ كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!
2:185 -
وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ
და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!
2:186 -
أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ الصِّيَامِ الرَّفَثُ إِلَىٰ نِسَائِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَكُمْ وَأَنْتُمْ لِبَاسٌ لَهُنَّ ۗ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ كُنْتُمْ تَخْتَانُونَ أَنْفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنْكُمْ ۖ فَالْآنَ بَاشِرُوهُنَّ وَابْتَغُوا مَا كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ ۚ وَلَا تُبَاشِرُوهُنَّ وَأَنْتُمْ عَاكِفُونَ فِي الْمَسَاجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ
ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ სამოსელი მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ თავს იწვალებდით, ამიტომაც მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაგიწესათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (იღთიქაფის დროს) არ ეთანაეცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა საზღვრები ალლაჰისა და არ მიუახლოვდეთ მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, ეგების დაცული იქმნან ყოველივე ცუდისგან.
2:187
თარგმანი: რეზო მიქელაძე