სურა 2 ბაყარა, აიათი 180 – 182

  1. كُتِبَ عَلَيْكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ إِنْ تَرَكَ خَيْرًا الْوَصِيَّةُ لِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُتَّقِينَ

    სავალდებულო გახდა თქვენდა: როცა სიკვდილი ეწევა რომელიმე თქვენგანს და თუ რაიმე სიკეთეს (ქონებას) ტოვებს, მაშინ მშობლებსა და ახლობლებზე ანდერძი, წესისამებრ, ერთგვარი ვალია ღვთისმოშიშებზე.

    2:180
  2. فَمَنْ بَدَّلَهُ بَعْدَمَا سَمِعَهُ فَإِنَّمَا إِثْمُهُ عَلَى الَّذِينَ يُبَدِّلُونَهُ ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    და ვინც შეცვლის ანდერძს მას მერე, რაც მოისმინა, მაშინ ცოდვა მისი მხოლოდ იმათზეა, ვინც სცვლის მას. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა.

    2:181
  3. فَمَنْ خَافَ مِنْ مُوصٍ جَنَفًا أَوْ إِثْمًا فَأَصْلَحَ بَيْنَهُمْ فَلَا إِثْمَ عَلَيْهِ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ხოლო ვინც შიშობდეს მოანდერძის უნებლიე შეცდომას ან განზრახ უსამართლობას, და ვითარება გამოასწოროს მათ შორის, ცოდვად არ ჩაეთვალოს მას. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია.

    2:182

თარგმანი: რეზო მიქელაძე