სურა 2 ბაყარა, აიათი 16 – 20

  1. أُولَٰئِكَ الَّذِينَ اشْتَرَوُا الضَّلَالَةَ بِالْهُدَىٰ فَمَا رَبِحَتْ تِجَارَتُهُمْ وَمَا كَانُوا مُهْتَدِينَ

    აი ისინი, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად ცდომილება იყიდეს. მათი ეს ვაჭრობა კი სარფიანი არ გამოდგა, რადგან ვერ გაიგნეს გზა ჭეშმარიტი.

    2:16
  2. مَثَلُهُمْ كَمَثَلِ الَّذِي اسْتَوْقَدَ نَارًا فَلَمَّا أَضَاءَتْ مَا حَوْلَهُ ذَهَبَ اللَّهُ بِنُورِهِمْ وَتَرَكَهُمْ فِي ظُلُمَاتٍ لَا يُبْصِرُونَ

    მათი მდგომარეობა იმ კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც სიბნელეში ცეცხლი დაანთო და როცა მის გარშემო განათდა ყველაფერი, ალლაჰმა თვალებში სინათლე წაართვა და სიბნელეში დააგდო. ისინი ვეღარაფერს დაინახავენ.

    2:17
  3. صُمٌّ بُكْمٌ عُمْيٌ فَهُمْ لَا يَرْجِعُونَ

    ისინი ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან, ამიტომ ჭეშმარიტ გზას არ დაუბრუნდებიან.

    2:18
  4. أَوْ كَصَيِّبٍ مِنَ السَّمَاءِ فِيهِ ظُلُمَاتٌ وَرَعْدٌ وَبَرْقٌ يَجْعَلُونَ أَصَابِعَهُمْ فِي آذَانِهِمْ مِنَ الصَّوَاعِقِ حَذَرَ الْمَوْتِ ۚ وَاللَّهُ مُحِيطٌ بِالْكَافِرِينَ

    ან (მათი მდგომარეობა) წყვდიადში ზეციდან საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავს, რომელსაც თან ახლავს ჭექა და ელვა. მეხის თავზარდამცემი ხმაურისგან შეშინებულნი თითებს ყურებში იცობენ სიკვდილის შიშით (გარემოცული). ალლაჰი მთლიანად გარემოიცავს ურწმუნოებს.

    2:19
  5. يَكَادُ الْبَرْقُ يَخْطَفُ أَبْصَارَهُمْ ۖ كُلَّمَا أَضَاءَ لَهُمْ مَشَوْا فِيهِ وَإِذَا أَظْلَمَ عَلَيْهِمْ قَامُوا ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَذَهَبَ بِسَمْعِهِمْ وَأَبْصَارِهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ელვა სადაცაა თვალის ჩინს წაართმევს მათ. როგორც კი განათდება, წინ მიდიან, ხოლო ელვა რომ გაივლის და წყვდიადი ჩამოწვება, გაშტერებული ჩერდებიან. ასე, რომ თუ ინება ალლაჰმა, სმენასაც წაართმევს და თვალისჩინსაც. უთუოდ, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    2:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე