სურა 2 ბაყარა, აიათი 124 – 127

  1. وَإِذِ ابْتَلَىٰ إِبْرَاهِيمَ رَبُّهُ بِكَلِمَاتٍ فَأَتَمَّهُنَّ ۖ قَالَ إِنِّي جَاعِلُكَ لِلنَّاسِ إِمَامًا ۖ قَالَ وَمِنْ ذُرِّيَّتِي ۖ قَالَ لَا يَنَالُ عَهْدِي الظَّالِمِينَ

    აკი, სიტყვებით გამოსცადა იბრაჰიმი მისმა ღმერთმა და მანაც აღასრულა ისინი . მაშინ (ალლაჰმა) ბრძანა: მე დაგადგენ შენ ხალხის წინამძღვრად! ჰკითხა იბრაჰიმმა: და ჩემს შთამომავლობასაც? მიუგო (ალლაჰმა): „ჩემი აღთქმა არ ვრცელდება ცოდვილებზე!“

    2:124
  2. وَإِذْ جَعَلْنَا الْبَيْتَ مَثَابَةً لِلنَّاسِ وَأَمْنًا وَاتَّخِذُوا مِنْ مَقَامِ إِبْرَاهِيمَ مُصَلًّى ۖ وَعَهِدْنَا إِلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ أَنْ طَهِّرَا بَيْتِيَ لِلطَّائِفِينَ وَالْعَاكِفِينَ وَالرُّكَّعِ السُّجُودِ

    და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი ხალხის შესაკრებად (მადლის შესაძენად) და უსაფრთხოდ მათთვის: აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ! და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმაილს: განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია, რუქუღისა (მუხლის მომყრელია) და სეჯდეს შემსრულებელიაო.

    2:125
  3. وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ اجْعَلْ هَٰذَا بَلَدًا آمِنًا وَارْزُقْ أَهْلَهُ مِنَ الثَّمَرَاتِ مَنْ آمَنَ مِنْهُمْ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۖ قَالَ وَمَنْ كَفَرَ فَأُمَتِّعُهُ قَلِيلًا ثُمَّ أَضْطَرُّهُ إِلَىٰ عَذَابِ النَّارِ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    და აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს უსაფრთხო მხარედ და მოჰმადლე ნაყოფნი მის ხალხს, ვინც მათგან ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მან (ალლაჰმა) ბრძანა: „და ვინც უარყო (არ ირწმუნა), მათ ცოტა ხანს ვადროვებ, მერე კი ძალით მივიყვან ცეცხლის სასჯელთან“. და რა საზარელი ფინიშია!

    2:126
  4. وَإِذْ يَرْفَعُ إِبْرَاهِيمُ الْقَوَاعِدَ مِنَ الْبَيْتِ وَإِسْمَاعِيلُ رَبَّنَا تَقَبَّلْ مِنَّا ۖ إِنَّكَ أَنْتَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    და როცა იბრაჰიმი ამაღლებდა სახლის საძირკველს ისმაილთან ერთად, (ევედრებოდნენ): ღმერთო ჩვენო! მიიღე ჩვენგან, რამეთუ შენ ხარ, უეჭველად, ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!

    2:127

თარგმანი: რეზო მიქელაძე