სურა 2 ბაყარა, აიათი 1 – 30

  1. الم

    ელიფ, ლაამ, მიიმ.

    2:1
  2. ذَٰلِكَ الْكِتَابُ لَا رَيْبَ ۛ فِيهِ ۛ هُدًى لِلْمُتَّقِينَ

    აი წიგნი, რომელშიც არ არსებობს ეჭვი და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის.

    2:2
  3. الَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِالْغَيْبِ وَيُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    რომელთაც სწამთ უხილავის, ლოცვას აღავლენენ ჭეშმარიტად და, რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ იქიდან (ღვთის გზაზე);

    2:3
  4. وَالَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِمَا أُنْزِلَ إِلَيْكَ وَمَا أُنْزِلَ مِنْ قَبْلِكَ وَبِالْآخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ

    და რომელთაც სწამთ ის, რაც ზემოგევლინა შენ და რაც ზემოვლენილა შენ უწინარეს, მათ სჯერათ საიქიოსი.

    2:4
  5. أُولَٰئِكَ عَلَىٰ هُدًى مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    აი ნეტარნი, რომელნიც ჭეშმარიტ გზას ადგანან მათი უფლისგან.

    2:5
  6. إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا سَوَاءٌ عَلَيْهِمْ أَأَنْذَرْتَهُمْ أَمْ لَمْ تُنْذِرْهُمْ لَا يُؤْمِنُونَ

    უეჭველად, რომელთაც უარყვეს, სულერთია მათთვის შეაგონებ თუ არ შეაგონებ, ისინი მაინც არ ირწმუნებენ.

    2:6
  7. خَتَمَ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَعَلَىٰ سَمْعِهِمْ ۖ وَعَلَىٰ أَبْصَارِهِمْ غِشَاوَةٌ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ

    ალლაჰმა დალუქა მათი გულები და მათი სასმენელი, რიდე (საფარველი) აქვთ თვალებზე (ჩამოფარებული), და მათი ხვედრი საშინელი სასჯელია.

    2:7
  8. وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَقُولُ آمَنَّا بِاللَّهِ وَبِالْيَوْمِ الْآخِرِ وَمَا هُمْ بِمُؤْمِنِينَ

    და არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამბობენ: ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, თუმცა არ არიან მორწმუნენი.

    2:8
  9. يُخَادِعُونَ اللَّهَ وَالَّذِينَ آمَنُوا وَمَا يَخْدَعُونَ إِلَّا أَنْفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ

    ცდილობენ, რომ ალლაჰი და მორწმუნენი მოატყუონ; თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ და არ აცნობიერებენ (შედეგს).

    2:9
  10. فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ فَزَادَهُمُ اللَّهُ مَرَضًا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْذِبُونَ

    მათ სენი აქვთ გულებში. ამ სიცრუის სანაცვლოდ ალლაჰი მათ გაუმწვავებს სენს, რის გამოც უაღრესად მწარე სასჯელი მოელით.

    2:10
  11. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ لَا تُفْسِدُوا فِي الْأَرْضِ قَالُوا إِنَّمَا نَحْنُ مُصْلِحُونَ

    როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.

    2:11
  12. أَلَا إِنَّهُمْ هُمُ الْمُفْسِدُونَ وَلَٰكِنْ لَا يَشْعُرُونَ

    თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ.

    2:12
  13. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ آمِنُوا كَمَا آمَنَ النَّاسُ قَالُوا أَنُؤْمِنُ كَمَا آمَنَ السُّفَهَاءُ ۗ أَلَا إِنَّهُمْ هُمُ السُّفَهَاءُ وَلَٰكِنْ لَا يَعْلَمُونَ

    როდესაც ეტყვიან: იწამეთ ისე, როგორც იწამა (მუსლიმმა) ხალხმა, ისინი პასუხობენ: ისე ვიწამოთ, როგორც ცნობამიხდილთა იწამეს?! სინამდვილეში თვითონვე არიან ცნობამიხდილნი, თუმცა არ იციან.

    2:13
  14. وَإِذَا لَقُوا الَّذِينَ آمَنُوا قَالُوا آمَنَّا وَإِذَا خَلَوْا إِلَىٰ شَيَاطِينِهِمْ قَالُوا إِنَّا مَعَكُمْ إِنَّمَا نَحْنُ مُسْتَهْزِئُونَ

    როდესაც მორწმუნეებს შეხვდებიან, მათ (პირმოთნეობით) ეტყვიან: ჩვენც ვიწამეთ! მაგრამ როდესაც თავიანთ სატანებთან მარტონი დარჩებიან, ეუბნებიან: ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, მათ კი მხოლოდ დავცინით.

    2:14
  15. اللَّهُ يَسْتَهْزِئُ بِهِمْ وَيَمُدُّهُمْ فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ

    (ჭეშმარიტად კი) ალლაჰი დასცინებს მათ და ვადას გაუგრძელებს თავიანთ აღვირახსნილობაში. ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებულნი.

    2:15
  16. أُولَٰئِكَ الَّذِينَ اشْتَرَوُا الضَّلَالَةَ بِالْهُدَىٰ فَمَا رَبِحَتْ تِجَارَتُهُمْ وَمَا كَانُوا مُهْتَدِينَ

    აი ისინი, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად ცდომილება იყიდეს. მათი ეს ვაჭრობა კი სარფიანი არ გამოდგა, რადგან ვერ გაიგნეს გზა ჭეშმარიტი.

    2:16
  17. مَثَلُهُمْ كَمَثَلِ الَّذِي اسْتَوْقَدَ نَارًا فَلَمَّا أَضَاءَتْ مَا حَوْلَهُ ذَهَبَ اللَّهُ بِنُورِهِمْ وَتَرَكَهُمْ فِي ظُلُمَاتٍ لَا يُبْصِرُونَ

    მათი მდგომარეობა იმ კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც სიბნელეში ცეცხლი დაანთო და როცა მის გარშემო განათდა ყველაფერი, ალლაჰმა თვალებში სინათლე წაართვა და სიბნელეში დააგდო. ისინი ვეღარაფერს დაინახავენ.

    2:17
  18. صُمٌّ بُكْمٌ عُمْيٌ فَهُمْ لَا يَرْجِعُونَ

    ისინი ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან, ამიტომ ჭეშმარიტ გზას არ დაუბრუნდებიან.

    2:18
  19. أَوْ كَصَيِّبٍ مِنَ السَّمَاءِ فِيهِ ظُلُمَاتٌ وَرَعْدٌ وَبَرْقٌ يَجْعَلُونَ أَصَابِعَهُمْ فِي آذَانِهِمْ مِنَ الصَّوَاعِقِ حَذَرَ الْمَوْتِ ۚ وَاللَّهُ مُحِيطٌ بِالْكَافِرِينَ

    ან (მათი მდგომარეობა) წყვდიადში ზეციდან საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავს, რომელსაც თან ახლავს ჭექა და ელვა. მეხის თავზარდამცემი ხმაურისგან შეშინებულნი თითებს ყურებში იცობენ სიკვდილის შიშით (გარემოცული). ალლაჰი მთლიანად გარემოიცავს ურწმუნოებს.

    2:19
  20. يَكَادُ الْبَرْقُ يَخْطَفُ أَبْصَارَهُمْ ۖ كُلَّمَا أَضَاءَ لَهُمْ مَشَوْا فِيهِ وَإِذَا أَظْلَمَ عَلَيْهِمْ قَامُوا ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَذَهَبَ بِسَمْعِهِمْ وَأَبْصَارِهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ელვა სადაცაა თვალის ჩინს წაართმევს მათ. როგორც კი განათდება, წინ მიდიან, ხოლო ელვა რომ გაივლის და წყვდიადი ჩამოწვება, გაშტერებული ჩერდებიან. ასე, რომ თუ ინება ალლაჰმა, სმენასაც წაართმევს და თვალისჩინსაც. უთუოდ, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    2:20
  21. يَا أَيُّهَا النَّاسُ اعْبُدُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

    ჰეი, ადამიანნო! თაყვანი ეცით ღმერთსა თქვენსა, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და თქვენ უწინარეს ვინც იყო! ამგვარად, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.

    2:21
  22. الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ فِرَاشًا وَالسَّمَاءَ بِنَاءً وَأَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجَ بِهِ مِنَ الثَّمَرَاتِ رِزْقًا لَكُمْ ۖ فَلَا تَجْعَلُوا لِلَّهِ أَنْدَادًا وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ

    რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი!

    2:22
  23. وَإِنْ كُنْتُمْ فِي رَيْبٍ مِمَّا نَزَّلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا فَأْتُوا بِسُورَةٍ مِنْ مِثْلِهِ وَادْعُوا شُهَدَاءَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი.

    2:23
  24. فَإِنْ لَمْ تَفْعَلُوا وَلَنْ تَفْعَلُوا فَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي وَقُودُهَا النَّاسُ وَالْحِجَارَةُ ۖ أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ

    რომ ვერ შექმნათ და ვერც ვერასდროს შექმნით, მაშინ იმ ცეცხლისა გეშინოდეთ, რომელიც ურწმუნოთათვის არის გამზადებული და რომლის საწვავი ქვები და ადამიანებია.

    2:24
  25. وَبَشِّرِ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ كُلَّمَا رُزِقُوا مِنْهَا مِنْ ثَمَرَةٍ رِزْقًا ۙ قَالُوا هَٰذَا الَّذِي رُزِقْنَا مِنْ قَبْلُ ۖ وَأُتُوا بِهِ مُتَشَابِهًا ۖ وَلَهُمْ فِيهَا أَزْوَاجٌ مُطَهَّرَةٌ ۖ وَهُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    რომელთაც ირწმუნეს და ჰქმეს სიკეთენი, ახარე მათ სამოთხენი, რომლის ძირს მოედინება მდინარეები და ყოველთვის, როცა იქ მათ რაიმე ნაყოფი საზრდოდ ებოძებათ, იტყვიან: ეს ისაა, რაც წინათ დედამიწაზე მოგვეცა. თუმცა ის იგივე არ არის, მხოლოდ მსგავსი მიერთვა მათ. იქ მათ ელოდებათ უმწიკვლო მეუღლეები, და იქ ისინი სამუდამოდ დამკვიდრდებიან.

    2:25
  26. إِنَّ اللَّهَ لَا يَسْتَحْيِي أَنْ يَضْرِبَ مَثَلًا مَا بَعُوضَةً فَمَا فَوْقَهَا ۚ فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا فَيَعْلَمُونَ أَنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا فَيَقُولُونَ مَاذَا أَرَادَ اللَّهُ بِهَٰذَا مَثَلًا ۘ يُضِلُّ بِهِ كَثِيرًا وَيَهْدِي بِهِ كَثِيرًا ۚ وَمَا يُضِلُّ بِهِ إِلَّا الْفَاسِقِينَ

    უეჭველად, ალლაჰი არ წუხდება ჭეშმარიტების ახსნისათვის მაგალითად კოღო რომ მოიტანოს ან თუნდაც მასზე პატარა (მწერი). მორწმუნეებმა იციან, რომ ეს ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. ხოლო ურწმუნონი იტყვიან: რა ნებავდა ალლაჰს ამ იგავით? თუმცა ამით ალლაჰი საგონებელში ჩააგდებს ბევრს და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს ბევრს. მხოლოდ მეამბოხე ცოდვილებს უბნევს გზაკვალს.

    2:26
  27. الَّذِينَ يَنْقُضُونَ عَهْدَ اللَّهِ مِنْ بَعْدِ مِيثَاقِهِ وَيَقْطَعُونَ مَا أَمَرَ اللَّهُ بِهِ أَنْ يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    აი ისინი (მეამბოხე ცოდვილნი - ფასიყები), რომელნიც ალლაჰზე მიცემულ აღთქმას დაარღვევენ, გაწყვიტავენ იმ ურთიერთკავშირს, რომელიც ალლაჰის ნებაა და იწვევენ დედამიწაზე არეულობასა და უზნეობას. აი, ეგენი არიან, ჭეშმარიტად, წაგებულნი.

    2:27
  28. كَيْفَ تَكْفُرُونَ بِاللَّهِ وَكُنْتُمْ أَمْوَاتًا فَأَحْيَاكُمْ ۖ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    (ჰეი, ურწმუნოებო!) როგორ უარყობთ ალლაჰს? მკდარნი იყავით და მან გაგაცოცხლათ, მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ, და ბოლოს კვლავ მის წინაშე წარსდგებით!

    2:28
  29. هُوَ الَّذِي خَلَقَ لَكُمْ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ اسْتَوَىٰ إِلَى السَّمَاءِ فَسَوَّاهُنَّ سَبْعَ سَمَاوَاتٍ ۚ وَهُوَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    იგია, რომელმაც ყოველივე თქვენთვის გააჩინა, რაცაა მიწაზე, შემდგომ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო და გამოსახა შვიდ ცად მყარი წყობილება. იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.

    2:29
  30. وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَائِكَةِ إِنِّي جَاعِلٌ فِي الْأَرْضِ خَلِيفَةً ۖ قَالُوا أَتَجْعَلُ فِيهَا مَنْ يُفْسِدُ فِيهَا وَيَسْفِكُ الدِّمَاءَ وَنَحْنُ نُسَبِّحُ بِحَمْدِكَ وَنُقَدِّسُ لَكَ ۖ قَالَ إِنِّي أَعْلَمُ مَا لَا تَعْلَمُونَ

    აკი, უთხრა უფალმა შენმა ანგელოზებს: ხალიფა (ნაცვალი) უნდა დავადგინო დედამიწაზე. ანგელოზებმა უპასუხეს: ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი ქმნილება უნდა დაადგინო? როცა ჩვენ გამუდმებით გადიდებთ, თაყვანს გცემთ და სიწმინდეს ვაღიარებთ შენსას?! ბრძანა (ალლაჰმა): ვიცი მე, რაც არ იცით თქვენ!

    2:30

თარგმანი: რეზო მიქელაძე