სურა 28 ყასასი, აიათი 7 – 11

  1. وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ أُمِّ مُوسَىٰ أَنْ أَرْضِعِيهِ ۖ فَإِذَا خِفْتِ عَلَيْهِ فَأَلْقِيهِ فِي الْيَمِّ وَلَا تَخَافِي وَلَا تَحْزَنِي ۖ إِنَّا رَادُّوهُ إِلَيْكِ وَجَاعِلُوهُ مِنَ الْمُرْسَلِينَ

    და შთავაგონეთ მუსას დედას: აწოვე ძუძუ, და როცა შეშინდები მის გამო, ჩააგდე მდინარეში. არ შეშინდე და არ იდარდო, უეჭველად, ჩვენ დაგიბრუნებთ უკან და დავადგენთ შუამავლად!“

    28:7
  2. فَالْتَقَطَهُ آلُ فِرْعَوْنَ لِيَكُونَ لَهُمْ عَدُوًّا وَحَزَنًا ۗ إِنَّ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَجُنُودَهُمَا كَانُوا خَاطِئِينَ

    ფარაონის სახლეულმა აიყვანა იგი, რათა გამხდარიყო მათი მტერი და სადარდებელი. უეჭველად, ფარაონი, ჰამანი და მათი მეომრები დამნაშავე ადამიანები იყვნენ!

    28:8
  3. وَقَالَتِ امْرَأَتُ فِرْعَوْنَ قُرَّتُ عَيْنٍ لِي وَلَكَ ۖ لَا تَقْتُلُوهُ عَسَىٰ أَنْ يَنْفَعَنَا أَوْ نَتَّخِذَهُ وَلَدًا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    ფარაონის ცოლმა თქვა: „თვალისჩინია ჩემთვის და შენთვის. არ მოკლათ იგი! იქნებ გამოგვადგეს, ანდა ვიშვილოთ!“ და ვერ გრძნობდნენ ეგენი...

    28:9
  4. وَأَصْبَحَ فُؤَادُ أُمِّ مُوسَىٰ فَارِغًا ۖ إِنْ كَادَتْ لَتُبْدِي بِهِ لَوْلَا أَنْ رَبَطْنَا عَلَىٰ قَلْبِهَا لِتَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    მუსას დედამ კი გაათენა ღამე ნაღვლიანმა. მზად იყო გამომტყდარიყო, მაგრამ ჩვენ გული გავუმაგრეთ, რომ დარჩენილიყო მორწმუნედ!

    28:10
  5. وَقَالَتْ لِأُخْتِهِ قُصِّيهِ ۖ فَبَصُرَتْ بِهِ عَنْ جُنُبٍ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    და უთხრა მის დას: „თვალყური ადევნე.“ შორიდან უთვალთვალებდა და ვერვინ ამჩნევდა.

    28:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე