სურა 28 ყასასი, აიათი 43 – 44

  1. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ مِنْ بَعْدِ مَا أَهْلَكْنَا الْقُرُونَ الْأُولَىٰ بَصَائِرَ لِلنَّاسِ وَهُدًى وَرَحْمَةً لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ

    ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი მას შემდეგ, რაც დავღუპეთ პირველი თაობები, ლამპარად, ცხად სახელმძღვანელოდ და წყალობად ხალხთათვის, ეგების შეეგონათ!

    28:43
  2. وَمَا كُنْتَ بِجَانِبِ الْغَرْبِيِّ إِذْ قَضَيْنَا إِلَىٰ مُوسَى الْأَمْرَ وَمَا كُنْتَ مِنَ الشَّاهِدِينَ

    შენ არ ყოფილხარ დასავლეთის მხარით და არცა მომსწრე, როცა ვაკისრეთ მუსას ჩვენი ნაბრძანები!

    28:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე