სურა 28 ყასასი, აიათი 36 – 40

  1. فَلَمَّا جَاءَهُمْ مُوسَىٰ بِآيَاتِنَا بَيِّنَاتٍ قَالُوا مَا هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُفْتَرًى وَمَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي آبَائِنَا الْأَوَّلِينَ

    როცა მუსა მივიდა მათთან ჩვენი ცხადი სასწაულებით, უთხრეს: „ეს გამოგონილი ჯადოქრობაა. არაფერი გვსმენია ამის მსგავსი ჩვენი წინაპრებისგან!“

    28:36
  2. وَقَالَ مُوسَىٰ رَبِّي أَعْلَمُ بِمَنْ جَاءَ بِالْهُدَىٰ مِنْ عِنْدِهِ وَمَنْ تَكُونُ لَهُ عَاقِبَةُ الدَّارِ ۖ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الظَّالِمُونَ

    მაშინ მუსამ თქვა: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის იმას, ვინც მოვიდა ჭეშმარიტებით მისგან და ვისი იქნება ბოლო ქვეყნისა. უეჭველად, უსამართლონი ვერ იქნებიან ნეტარნი!“

    28:37
  3. وَقَالَ فِرْعَوْنُ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ مَا عَلِمْتُ لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرِي فَأَوْقِدْ لِي يَا هَامَانُ عَلَى الطِّينِ فَاجْعَلْ لِي صَرْحًا لَعَلِّي أَطَّلِعُ إِلَىٰ إِلَٰهِ مُوسَىٰ وَإِنِّي لَأَظُنُّهُ مِنَ الْكَاذِبِينَ

    ფარაონმა უბრძანა: „ჰეი დიდებულნო! არ მეგულება თქვენთვის სხვა ღვთაება, ჩემ გარდა. ჰეი, ჰამან! გააჩაღე (ცეცხლი) თიხაზე და ამიგე კოშკი, რომ შევძლო მუსას ღვთაებამდე ამაღლება. უეჭველად, მე ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი ცრუთაგანია.“

    28:38
  4. وَاسْتَكْبَرَ هُوَ وَجُنُودُهُ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ وَظَنُّوا أَنَّهُمْ إِلَيْنَا لَا يُرْجَعُونَ

    ის და მისი ლაშქარი უსამართლოდ გადიდგულდნენ ქვეყანაზე და ჩათვალეს, რომ არ იქნებოდნენ მოქცეულნი ჩვენთან.

    28:39
  5. فَأَخَذْنَاهُ وَجُنُودَهُ فَنَبَذْنَاهُمْ فِي الْيَمِّ ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الظَّالِمِينَ

    ჩვენ შევიპყარით ის და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ წყალში. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული უსამართლოთა!

    28:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე