სურა 28 ყასასი, აიათი 3 – 6

  1. نَتْلُو عَلَيْكَ مِنْ نَبَإِ مُوسَىٰ وَفِرْعَوْنَ بِالْحَقِّ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    გიკითხავთ შენ მუსას და ფარაონის ამბავს ჭეშმარიტებით მორწმუნეთათვის!

    28:3
  2. إِنَّ فِرْعَوْنَ عَلَا فِي الْأَرْضِ وَجَعَلَ أَهْلَهَا شِيَعًا يَسْتَضْعِفُ طَائِفَةً مِنْهُمْ يُذَبِّحُ أَبْنَاءَهُمْ وَيَسْتَحْيِي نِسَاءَهُمْ ۚ إِنَّهُ كَانَ مِنَ الْمُفْسِدِينَ

    უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს. უეჭველად, ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი!

    28:4
  3. وَنُرِيدُ أَنْ نَمُنَّ عَلَى الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا فِي الْأَرْضِ وَنَجْعَلَهُمْ أَئِمَّةً وَنَجْعَلَهُمُ الْوَارِثِينَ

    რომელნიც დააკნინეს დედამიწაზე, ჩვენ ვინებეთ წყალობა გაგვეღო მათზე და დაგვედგინა მეთაურებად და მემკვიდრეებად,

    28:5
  4. وَنُمَكِّنَ لَهُمْ فِي الْأَرْضِ وَنُرِيَ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَجُنُودَهُمَا مِنْهُمْ مَا كَانُوا يَحْذَرُونَ

    და მიგვენიჭებინა მათთვის ძალაუფლება დედამიწაზე და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი მეომრებისთვის ის, რისიც ეშინოდათ!

    28:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე