სურა 28 ყასასი, აიათი 29 – 31

  1. فَلَمَّا قَضَىٰ مُوسَى الْأَجَلَ وَسَارَ بِأَهْلِهِ آنَسَ مِنْ جَانِبِ الطُّورِ نَارًا قَالَ لِأَهْلِهِ امْكُثُوا إِنِّي آنَسْتُ نَارًا لَعَلِّي آتِيكُمْ مِنْهَا بِخَبَرٍ أَوْ جَذْوَةٍ مِنَ النَّارِ لَعَلَّكُمْ تَصْطَلُونَ

    როცა მუსამ გაასრულა ვადა მუშაობისა, გაუდგა გზას ოჯახთან ერთად და შეამჩნია მთის მხრიდან ცეცხლი, უთხრა თავისიანებს: „აქ დარჩით! ცეცხლი დავინახე. შეიძლება მოვიტანო იქიდან ამბავი ან მუგუზალი, რომ გათბეთ.“

    28:29
  2. فَلَمَّا أَتَاهَا نُودِيَ مِنْ شَاطِئِ الْوَادِ الْأَيْمَنِ فِي الْبُقْعَةِ الْمُبَارَكَةِ مِنَ الشَّجَرَةِ أَنْ يَا مُوسَىٰ إِنِّي أَنَا اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ

    როცა იქამდე მიაღწია, ხმა შემოესმა ხიდან, რომელიც დალოცვილ ადგილზე იზრდებოდა ხეობაში: „ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!

    28:30
  3. وَأَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَلَمَّا رَآهَا تَهْتَزُّ كَأَنَّهَا جَانٌّ وَلَّىٰ مُدْبِرًا وَلَمْ يُعَقِّبْ ۚ يَا مُوسَىٰ أَقْبِلْ وَلَا تَخَفْ ۖ إِنَّكَ مِنَ الْآمِنِينَ

    ისროლე შენი კვერთხი!“ და რომ დაინახა როგორ იკლაკნებოდა ის გველივით, გაიქცა უკანმოუხედავად. „ჰეი, მუსა! მომიახლოვდი და ნუ გეშინია, რამეთუ შენ ხარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც არაფერი ემუქრება!

    28:31

თარგმანი: რეზო მიქელაძე